ვახტანგ ძაბირაძე - გაცილებით მშვიდ და ნორმალურ საარჩევნო გარემოს მივიღებთ - ერთადერთი, სამწუხაროა, რომ ამ შეთანხმების მიღწევას ლამის ნახევარი მსოფლიოს ჩარევა დასჭირდა

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ხელისუფლების მიერ მიღწეულ შეთანხმებას წარმატებულს უწოდებს და აცხადებს, რომ ყველა მხარე მოგებული დარჩა, განსაკუთრებით კი ქართული საზოგადოება.

„სრულიად ქართული საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი ამ შემთხვევაში, თანხმდება იმაზე, რომ ეს შეთანხმება იყო პოზიტიური და რაც მთავარია, ამ შემთხვევაში მოხდა ის, რომ რადიკალური დაპირისპირებისა და მომავალი საარჩევნო დესტაბილიზაციის მოლოდინის ნაცვლად, მივიღებთ გაცილებით მშვიდ და ნორმალურ საარჩევნო გარემოს.

ჩემი შეფასება არის ცალსახა, რომ ეს იყო ძალიან კარგი და პოზიტიური ნაბიჯი. არავინ ამით არ დაზარალებულა, ყველა მხარე დარჩა მოგებული და რაც მთავარია მოგებული დარჩა საზოგადოება, რომელსაც საშუალება ექნება, უფრო მშვიდ გარემოში გააკეთოს ნორმალური არჩევანი,“- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ამასთანავე პოლიტოლოგმა მწუხარება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მსგავსი მნიშვნელოვანი შეთანხმებების მიღწევას საერთაშორისო მეგობრების ჩარევის გარეშე ჯერ კიდევ ვერ ვაგვარებთ.

„ერთადერთი, რაც სამწუხაროა არის ის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევას დასჭირდა ლამის ნახევარი მსოფლიოს ჩარევა. გუშინდელმა არა მარტო შეხვედრამ, არამედ შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის თუ ხელისუფლების ლიდერების მხრიდან გაკეთებულმა განცხადებებმა, უბრალოდ სულ სხვა პოზიტიური მხრიდან წარმოაჩინა ჩვენი პოლიტიკური ელიტა და ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ეს რესურსი, რომელიც დასავლეთმა გამოიყენა, ჩვენ თვითონ მოვაგვაროთ. მაშინ შევძლებთ იმის თქმას, რომ ნამდვილად გადავდგით წინ ნაბიჯი დემოკრატიისკენ. ძალიან ცხადი პრობლემების და საკითხების მოსაგვარებლად არ უნდა გვჭირდებოდეს მედიატორი,“- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ცნობისთვის, საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მიღწეულია. ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან ბარიერზე, 40%-იან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე, ე.წ. ჩამკეტზე შეთანხმდნენ.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს