გიგლა მიქაუტაძე - უცხოელი ინვესტორები საქართველოს მიმართ ინტერესს კარგავენ

უცხოელი ინვესტორები საქართველოს მიმართ ინტერესს კარგავენ, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგლა მიქაუტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ მმართველ ძალას ქვეყნის სიღარიბიდან ამოყვანის არც გეგმა და არც უნარი არ გააჩნია, ამიტომ მომავალ არჩევნებზე ცვლილება გარდაუვალია.

„2019 წლის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არ გაზრდილა. მასში სააქციო კაპიტალის წილი კი ბოლო 7 წლის მინიმუმზეა და მხოლოდ 493 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ეს ნიშნავს იმას, რომ უცხოელი ინვესტორები საქართველოს მიმართ ინტერესს კარგავენ და ქვეყანაში ფული აღარ შემოაქვთ. შესაბამისად, აღარ იქმნება ახალი სამუშაო ადგილები და არ უმჯობესდება მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა. პარალელურად, სწრაფი ტემპით იზრდება სახელმწიფო ვალი და ბიუროკრატიული ხარჯები.

გასულმა 7 წელმა აჩვენა, რომ დღევანდელ მმართველ ძალას ქვეყნის სიღარიბიდან ამოყვანის არც გეგმა გააჩნია და არც უნარი, ამიტომ მისი ცვლილება მომავალ არჩევნებზე გარდაუვალია”, - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.

აღნიშნულ კომენტარს პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

გიგლა მიქაუტაძე - უცხოელი ინვესტორები საქართველოს მიმართ ინტერესს კარგავენ

უცხოელი ინვესტორები საქართველოს მიმართ ინტერესს კარგავენ, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგლა მიქაუტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ მმართველ ძალას ქვეყნის სიღარიბიდან ამოყვანის არც გეგმა და არც უნარი არ გააჩნია, ამიტომ მომავალ არჩევნებზე ცვლილება გარდაუვალია.

„2019 წლის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არ გაზრდილა. მასში სააქციო კაპიტალის წილი კი ბოლო 7 წლის მინიმუმზეა და მხოლოდ 493 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ეს ნიშნავს იმას, რომ უცხოელი ინვესტორები საქართველოს მიმართ ინტერესს კარგავენ და ქვეყანაში ფული აღარ შემოაქვთ. შესაბამისად, აღარ იქმნება ახალი სამუშაო ადგილები და არ უმჯობესდება მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა. პარალელურად, სწრაფი ტემპით იზრდება სახელმწიფო ვალი და ბიუროკრატიული ხარჯები.

გასულმა 7 წელმა აჩვენა, რომ დღევანდელ მმართველ ძალას ქვეყნის სიღარიბიდან ამოყვანის არც გეგმა გააჩნია და არც უნარი, ამიტომ მისი ცვლილება მომავალ არჩევნებზე გარდაუვალია”, - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.

აღნიშნულ კომენტარს პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი