გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, ამ ეტაპზე, მის ინტერესებში არ შედის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის დაყენება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, ამ ეტაპზე, მის ინტერესებში არ შედის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის დაყენება. ამის შესახებ გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებს უზენაეს სასამართლოსთან განუცხადა, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავენ. გიორგი მიქაუტაძის თქმით, საბჭოს წევრების კონსულტაცია მოსამართლეებთან პროცესის ღიაობას ემსახურება.

„მსგავს პროცედურას „საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონი" პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოებისთვის ითვალისწინებს. ჩვენ მივიჩნიეთ საჭიროდ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისთვის ასევე დაგვეწესებინა ძალიან მაღალი სტანდარტი და მხოლოდ მოსამართლეებთან კონსულტაციის შემდეგ განგვეხილა საკითხი თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების თაობაზე. კონსულტაციების დასრულების შემდეგ გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა, სადაც ვიმსჯელებთ კონკრეტულ კანდიდატურასთან დაკავშირებით. საბჭოს წევრების 1/5-ს, ანუ საბჭოს მინიმუმ 3 წევრს აქვს უფლება, რომ დაასახელოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდონარეობის კანდიდატურა“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ

მისი თქმით, პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს.

„რაც შეეხება გამჭვირვალობას, ვფიქრობ, ბევრად მაღალ სტანდარტს ვაწესებთ ჩვენ, ვიდრე საკანონმდებლო რეგულაციებშია მოცემული. ჩვენი ოპონენტები ამაზე პირდაპირ მიანიშნებენ, რომ კანონი ასეთ რამეს არ ითვალისწინებს და ჩვენ პროცესის უფრო მეტი გამჭვირვალობისთვის და ღიაობისთვის ვხვდებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, რათა გავიგოთ მათი პოზიცია.უზენაესი სასამართლოს ყველა მოსამართლე პოტენციურად შეიძლება იყოს თავმჯდომარეობის კანდოდატი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი პოზიციების მოსმენა", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ასარჩევად საჭირო კრიტერიუმებს, გიორგი მიქაუტაძის განმარტებით, თავმჯდომარისთვის ცალკე სახის კრიტერიუმები გათვალისწინებული არ არის, თუმცა ზოგადად „საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონით“ მოცემულ კრიტერიუმებს უზენაესი სასამართლოს ყველა მოსამართლე აკმაყოფილებს. მისივე თქმით, სასურველია, რომ თავმჯდომარე იყოს გამოცდილი მენეჯერი.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ