ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ლუგარის ლაბორატორიაში კვლევისთვის 23 ნიმუშია გადაგზავნილი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა უცვლელია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 15:00 საათის მონაცემებით საქართველოში 466 შესაძლო შემთხვევა იყო, აქედან კი კორონავირუსის დადასტურებელი ოდენობა არის კვლავ 15.

„მათგან 2 უკავშირდება ირანში მოგზაურობას, 1 ესპანეთს, 7 იტალიას, ხოლო 5 იტალიაში მოგაზურებთან კონტაქტს. ამჟამად ლუგარის ცენტრში კვლევაზეა 23 ნიმუში, აქედან 17 ინფექციური საავადმყოფოდან, დანარჩენი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებიდან. კარანტიში 178 ადამიანია, თვითიზოლაციაში, (თვითიზოლაცია კი 21 თებერვლიდან სხვადასხვა მაღალდასენიანებული ქვეყნიდან ჩამოსულმა ადამიანმა აირჩია) 1108 “ , - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევა არის დადასტურებული.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს