ანა დოლიძე - „ქართულმა ოცნებამ", საერთაშორისო წნეხის პირობებში, შალვა თადუმაძესთან მიმართებით ჩაატარა ოპერაცია - „ეს ბიჭი გადამალეთ"

ნინო ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ხელისუფლებისთვის დასაყრდენი კადრია, ხოლო შალვა თადუმაძესთან მიმართებით ჩატარდა ოპერაცია - „ეს ბიჭი გადამალეთ", - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო ქადაგიძის კანდიდატურის შერჩევაზე ისაუბრა.

ანა დოლიძის თქმით, ხელისუფლების პირობებში დღეს, მორიგი წერტილი დაესვა სასამართლოს თავისუფლების იდეას.

„ქართულმა ოცნებამ" საერთაშორისო წნეხის პირობებში ჩაატარა ოპერაცია - „ეს ბიჭი გადამალეთ", ხომ გახსოვთ, „წუნა და წრუწუნაში" რომ არის. გადამალეს შალვა თადუმაძე. მიხვდნენ, რომ საჩვენებელი ფიგურა, როგორც პირველი პირი სასამართლოდან, ის არ არის. თუმცა, ნინო ქადაგიძე არის ადამიანი, რომელიც 2002-2012 წლებში მიხეილ ჩინჩალაძის გვერდით მსახურობდა. თქვენ რომ იუსტიციის საბჭოში მისი ჩანაწერები ნახოთ, გაიგებთ, რომ ის ჩინჩალაძეს ასახელებს, როგორც მის კოლეგას. ანუ იმ მძიმე პერიოდში, რომელსაც უზენაესი სასამართლოს რეპრესიული მანქანა ემსახურებოდა, ნინო ქადაგიძე იყო ამ მანქანის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე, „სისხლიან 9 წელს" ვგულისხმობ. ამის შემდეგ ის დაჯილდოვდა და მალე გადავიდა სააპელაციო სასამართლოში. ახლა კი დაბრუნდა უზენაეს სასამართლოში. შესაბამისად გასაგებია, რომ ხელისუფლებისთვის ის იქნება არაჩვეულებრივი დასაყრდენი", - განაცხადა ანა დოლიძემ.

მისი თქმით, შალვა თადუმაძის კანდიდატურა იმ მიზეზით არ დასახელდა, რომ თითქმის ყველა ბოლო საერთაშორისო განცხადებაში სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის მიმართ დიდი კრიტიკა იყო.

„თადუმაძის შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა არამხოლოდ კეთილსინდისიერება, ის, რომ იგი ივანიშვილის პირადი ადვოკატი და პარლამენტში ხელისუფლების ხმა იყო, არამედ მის დიპლომთან დაკავშირებით კომპეტენტურობის საკითხიც იდგა. ამიტომ, გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ დაენიშნათ პროფესიონალი მოსამართლე, (უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ) მაგრამ აქ პრობლემა გვაქვს იმ მხრივ, რომ ეს ადამიანი იმ სისტემის განუყოფელი ნაწილია, რომელიც „ოცნებასთან" ერთად ჩვენ უნდა დავანგრიოთ“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

იუსტიცის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მოსამართლე ნინო ქადაგიძე აირჩია. კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობა არ მიიღო და სხდომა დატოვა საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ.

საბჭოს კიდევ ერთმა არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა კი ქადაგიძის კანდიდატურას ხმა არ მისცა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს