გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, ნინო ქადაგიძე უმაღლესი დონის პროფესიონალია, რომელსაც სასამართლო სისტემაში 20- წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, უზნაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დასახელებული კანდიდატი ნინო ქადაგიძე უმაღლესი დონის პროფესიონალია, რომელსაც სასამართლო სისტემაში 20- წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს.

მისივე თქმით, საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გამართული კონსულტაციების დროს თვითონ მოსამართლეების მხრიდან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა თადუმაძის კანდიდატურა დასახელდა, თუმცა, იუსტიციის საბჭოს სხდომას მხოლოდ ნინო ქადაგიძის კანდიდატურა წარედგინა. გიორგი მიქაუტაძის განმარტებით, ნინო ქადაგიძეს ყველა თვისება აქვს იმისათვის, რომ ღირსეულად უხელმძღვანელოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

„ნინო ქადაგიძეს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, მათ შორის, სასამართლო სისტემაში მუშაობის დაახლოებით 20 - წლიანი გამოცდილება აქვს. ნინო ქადაგიძე იყო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და ასევე ორჯერ იყო არჩეული უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ საქართველოს პარლამენტის მიერ. მას პროფესიით მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და ძალიან ბევრი თვისება, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისთვისაა საჭირო“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, იუსტიცის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მოსამართლე ნინო ქადაგიძე აირჩია. საბჭო მის მიერ დასახელებულ კანდიდატურას განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნის.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს