ამირან გამყრელიძე კერძო ლაბორატორიებს სთხოვს, კორონავირუსზე ტესტირების  შემთხვევაში, პროცედურა მოსახლეობისთვის ფინანსურად ხელმისაწვდომი იყოს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით ერთი ლაბორატორიული კვლევის თვითღირებულება 400 ლარამდეა.

გამყრელიძე კერძო ლაბორატორიებს სთხოვს, რომ ახალ კორონავირუსზე ტესტირების შემთხვევაში, პროცედურა მოსახლეობისთვის ფინანსურად ხელმისაწვდომი იყოს.

„საკმაოდ ძვირი გვიჯდება ამ ლაბორატორიული კვლევების ჩატარება. ერთი კვლევის თვითღირებულება 350 ლარიდან 400 ლარამდეა. ვისაც ჩვენებით და ექიმის დანიშნულებით სჭირდება კვლევა, ეს ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ვისაც შესაძლებლობა აქვს გადაიხდის ამ თანხას. ლაბორატორიებს ვთხოვ, ბევრჯერ მოგიწოდეთ სოლიდარობის შესახებ, ვიყოთ სოლიდარული. გავიაროთ კონსულტაციები რა და როგორ უნდა გამოვიკვლიოთ, რომ მოსახლეობა შეცდომაში არ შევიყვანოთ.

ყველა კერძო ლაბორატორიას მოვუწოდებ, ვინც ტესტს აკეთებს ან მომავალში ფიქრობს რომ გააკეთოს, არავის არაფერს დავუშლით თუ ისინი სტანდარტებით აკეთებენ ამას, მაგრამ სტანდარტი უნდა იყოს დაცული“, - აცხადებს გამყრელიძე.

გამყრელიძის თქმით, საერთაშორისო სტანდარტით, უპირველეს ბიოლოგიურ ნიმუშად გამოსაკვლევად ცხვირ-ხახის ნაცხია აღებული.

„ერთ-ერთი კერძო ლაბორატორია, რომელსაც შეგნებულად არ ვასახელებ კვლევას ატარებს სისხლიდან აღებული ნიმუშებით. რა თქმა უნდა, სისხლიდანაც შეიძლება ეს კვლევა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ სისხლში ვირუსი სერიოზულად განვითარებლი ინფექციის დროს ჩნდება“,-აღნიშნავს გამყრელიძე.

ავთანდილ წულაძე - ტრამპს, პეკინის საპასუხოდ გარდა იმისა, რომ ევროპას და უკრაინას დაეხმაროს, სხვა სვლა აღარც აქვს დარჩენილი
ანდრო გოცირიძე - ხელისუფლების დაკარგვის შიშით „ქართულმა ოცნებამ“ პროდასავლური კურსი შეცვალა, ორიენტაცია დათმო, დემოკრატიას ძირი გამოუთხარა და რუსული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობას შეუდგა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.09.2025
„თიბისიმ“ აზიის განვითარების ბანკის „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოებაზე“ სამი ჯილდო მოიპოვა
1200 ადამიანზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი წინანდალში - „სილქ როუდ ჯგუფი“ ახალ პროექტს აანონსებს
ბაზისბანკი სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია | კინოფესტივალს მესტია წელს მეხუთედ უმასპინძლებს
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიხსნა
Porsche-ს ქართველი ენთუზიასტებისთვის დახურული Nürburgring Nordschleife