დავით საგანელიძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე მიღწეული შეთახმების შეფასებისას თავისი პოლიტიკური წარსული გაიხსენა.

როგორც საგანელიძემ აღნიშნა, ის იბრძოდა იმისთვის, რომ პარლამენტში მაჟორიტარების რაოდენობა შემცირებულიყო, თუმცა აღნიშნულის მიღწევა თავის დროზე ვერ მოხერხდა.

„2018 წლის მარტში, ზუსტად ამ დღეებში, მე ვიყავი ის დეპუტატი პარლამენტის, რომელმაც 18 დღე იშიმშილა, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მისაღებში, ჩემს რამოდენიმე მეგობართან ერთად, 7 კაცი ვიყავით, სწორედ იმის გამო, რომ პროპორციულ სისტემაზე გადავსულიყავით და სულ ცოტა შეგვემცირებინა მაინც მაჟორიტარების რიცხვი. უმძიმესი იყო ჩემთვის ის დღეები და ვიბრძოლეთ, მაგრამ ვერ მივაღწიეთ ვერაფერს. ერთი მაჟორიტარის შემცირებასაც კი. ამ დროს იმ ხელისუფლებასთან, რომლის წარმომადგენლები დღეს გამოდიან და ამბობენ, რომ ზეიმობენ აი ჩვენ რას მივაღწიეთ, აი ჩვენ როგორი დემოკარტიული შევქმენით, როგორ გავიმარჯვეთ, როცა ისინი იყვნენ მაშინ ხელისუფლება ზუსტად. მათ ვთხოვდით, მათ ვეხვეწებოდით, ვაპროტესტებდით და მათ კაბინეტის წინ ვშიმშილობდით ზუსტად და იმ პარლამენტის წინ, სადაც გვარებს არ ჩამოვთვლი, პარლამენტის თავმჯდომარე, მოადგილეები, უმრავლესობა იყო ზუსტად ის ხალხი, რომელიც დღეს გამოდის და საზოგადოებას ულოცავს , რომ მათი შრომის შედეგად და თავდადების შედეგად, ქვეყანამ მიაღწია დიდ წარმატებას შეამცირეს მაჟორიტარები. ჩვენ პროპორციულს ვითხოვდით იგივეს. თუ ამას ხედავდნენ, რომ ასეთი წარმატებული და ასეთი მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის ეს საქმე, მაშინ მათთვის ეს იყო მხოლოდ 5 წუთის საქმე და უნდა შესულიყვნენ ოთახში და გამოსულიყვნენ და ეთქვათ, რომ კი ბატონო, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ თემას და მივიღეთ გადაწყვეტილება. ერთი მაჟორიტარიც არ შეცვალეს.

აქვე ვიტყვი, რომ მიუხედავად ამისა 75-დან ორი მაჟორიტარი წააგეს მხოლოდ და ერთ-ერთი მე ვიყავი ვისთანაც წააგეს. ოპოზიციონერმა დიდუბე მოვიგე მაშინ და იმის წინ რაჭა. მაჟორიტარად ოპოზიციიდან. მე ამით იმის თქმა მინდა, რომ მაგასაც არა აქვს ხშირ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა თუ მოინდომებ ძალიან და თუ გაფასებენ მაინც მოიგებ“,-განაცხადა საგანელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო