არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო პოზიტიურ საერთაშორისო გამოხმაურებას ევროსტრუქტურების მხრიდან, რომელიც პარტიებს შორის მიღწეულ შეთანხმებას და პოლიტიკური დიალოგის წარმატებით დასრულებას მოჰყვა. ევროკავშირის ელჩმა დადებითად შეაფასა მიღწეული შეთანხმება და პარლამენტის თავმჯდომარეს მნიშვნელოვანი პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცა. არჩილ თალაკვაძემ კარლ ჰარცელს მადლობა გადაუხადა პროცესში მონაწილეობის და მისი წარმატებით დასრულებაში შეტანილი წვლილისთვის.

მათივე ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის სხვა მიმდინარე საკითხებიც, მათ შორის, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების (DCFTA) განხორციელება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაძლებლობების უკეთ გამოყენება.​

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს