როგორ გავიძლიეროთ იმუნური სისტემა - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციები

ზამთრის სეზონისთვის დამახასიათებელია მწვავე რესპირატორული, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების სწრაფი და ინტენსიური გავრცელება, რაც საკმაოდ მძიმე პრობლემების წინაშე გვაყენებს. წლევანდელი გაზაფხული კი ამ კუთხით, ცნობილი მიზეზების გამო, კიდევ უფრო პრობლემური აღმოჩნდა. საჭირო გახდა იმუნური სისტემის გაძლიერებაზე ინტენსიური ზრუნვა, რათა თავი დავიცვათ არასასურველი ინფექციებისგან. ზამთრის სეზონი კვების თავისებურებისა და სხვა მიზეზთა გამო ასევე ხასიათდება ორგანიზის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ნუტრიენტების სიმწირით, რაც ასევე აისახება იმუნური სისტემის მდგომარეობაზე. ასეთ შემთხვევაში მიზანშეწონილია ორგანიზმში არსებული დეფიციტის შევსება სხვადასხვა ტიპის ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნაკრებით.

აღნიშნული პრობლემების მოგვარება შეუძლია ბიოლოგიურად აქტიურ პროდუქტს, სახელწოდებით ორამინ-F, რომელიც ცხიმში და წყალში ხსნადი ვიტამინების სრული ნაკრების გარდა, შეიცავს ორ ძალზე მნიშვნელოვან პროდუქტს: კორეულ ჟენშენს და ფუტკრის რძეს. შეგახსენებთ თითოეული მათგანის სასარგებლო თვისებებსა და გამოყენების არეალს.

კორეული ჟენშენი (Panax ginseng) უხსოვარი დროიდან წარმოადგენს აღმოსავლური მედიცინის ერთ-ერთ თვალსაჩინო პროდუქტს, რომელსაც უწოდებენ „სიცოცხლის ფესვს’’. მისი მიწისზედა ნაწილი და ფესვი გამოიყენება სამედიცინო მიზნით. აღსანიშნავია, რომ ჟენშენის ფესვი ფორმით წააგავს ადამიანის სხეულს, რის გამოც მას სიტყვასიტყვით უწოდებენ „ადამიანი ფესვს". ჩინურ მედიცინაში ითვლება, რომ ის ღმერთების საჩუქარი და პანაცეაა, რომელსაც „ყველა დაავადებისგან" განკურნება შეუძლია.

კაცობრიობის არსებობის მანძილზე დაკვირვებების შედეგად გამოიკვეთა ჟენშენის მრავალი დადებითი თვისება; მას წარმატებით იყენებენ უძილობის, მომატებული აღგზნებადობის, კუჭ-ნაწლავის დარღვეული ფუნქციონირების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა სამკურნალოდ. თვალსაჩინოა ჟენშენის დადებითი მოქმედება ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაზე, იგი გამოიყენება, როგორც ფიზიკური და გონებრივი სტრესებისგან დაცვის საშუალება, მისი იმუნომოდულატორული ეფექტი დადებითად აისახება ადამიანების გონებრივ პოტენციალზე, ფიზიკურ აქტივობაზე, შრომისუნარიოანობის ხარისხსა და გუნებაგანწყობაზე, გააჩნია კიბოს საწინააღმდეგო და ანტიალერგიული მოქმედება. მას წარმატებით იყენებენ რესპირატორული ინფექციების ეპიდემიების დროს დაავადებების პრევენციის მიზნით. უნდა აღინიშნოს ჟენშენის განსაკუთრებული დეზინტოქსიკაციური უნარი, რის გამოც იგი საუკეთესო ანტიდოტად ითვლება სხვადასხა ტიპის მედიკამენტოზური, (ფსიქოტროპული, საძილე, ნარკოტიკული საშუალებებით და ალკოჰოლით) მოწამვლის შემთხვევებში. აქვე ხაზგასასმელია მისი უნარი, დააჩქაროს ჭრილობების შეხორცება, რის გამოც მას იყენებენ რეკონვალესცენციის პერიოდში, მძიმე ქირურგიული ჩარევების შემდგომ. აქედან გამომდინარე არ არის გასაკვირი ჩინელების მიერ შერქმეული სახელწოდება „ყველაფრისგან განმკურნებელი’’.

ორამინ F-ის თითოეული კაფსულა შეიცავს საუკეთესო ხარისხის სუფთა, სტანდარტიზებულ კორეული ჟენშენის ექსტრაქტს.

ფუტკრის რძე წარმოადგენს ფუტკრის ყბისზედა ჯირკვლების სეკრეტს. ეს არის თეთრი ფაფისებური ნივთიერება, რომელსაც გააჩნია ძლიერი ბიოაქტივობა და მნიშვნელოვანი მდგრადობა. იგი რთული ქიმიური შემადგენლობისაა, მისი ცილოვანი ნაწილი შეიცავს 22 ამინომჟავას, რომელთაგან 10 შეუცვლელია. ასევე შეიცავს ცხიმებს და ცხიმში ხსნად ვიტამინებს, სხვადასხვა ტიპის ნახშირწყლებს, წყალში ხსნად ვიტამინებსა და ფერმენტებს, გააჩნია ძლიერი გონადოტროპული ეფექტი, უზრუნველყოფს სასქესო სისტემის გამართულ მუშაობას. კვებითი ღირებულებით ის მნიშვნელოვნად აღემატება ძროხის რძეს, რომელთან შედარებითაც ფუტკრის რძე შეიცავს ხუთჯერ მეტ ცილას, ექვსჯერ მეტ ნახშირწყალს და სამჯერ მეტ ცხიმს. ასევე სრულადაა წარმოდგენილი წყალში ხსნადი ვიტამინები. მას გააჩნია გამოკვეთილი ანტიბაქტერიული, ანტიპარაზიტული და ანტივირუსული მოქმედება. ფუტკრის რძის ათჯერადი განზავების შემთხვევაშიც კი მისი ანტიბაქტერიული ეფექტი ბევრად აღემატება სხვადასხვა ანტიბაქტერიულ საშუალებებს. ის წარმატებით ებრძვის სტაფილოკოკებს, სტრეპტოკოკებს და ტუბერკულოზის ჩხირსაც კი.

კვლევებით დადგენილია, რომ ფუტკრის რძეს გააჩნია ზემოქმედების ფართო სპექტრი მთელ რიგ აუტოაგრესიით მიმდინარე პათოლოგიებზე (ქრ. პოლიართრიტი, ბრონქული ასთმა, ჰაშიმოტოს დაავადება, ღვიძლის ციროზი, ქრ, გასტრიტი, კოლიტი, კანის აუტ. დაავადებები და ა. შ.), ხელს უწყობს ცოცხალი საღი უჯრედების გამრავლებას და ხელს უშლის ატიპიური და დაბალდიფერენცირებული უჯრედების გამრავლებას, ანუ გააჩნია კიბოს საწინააღმდეგო ეფექტი.

ჟენშენის მსგავსად, ფუტკრის რძესაც აქვს უნარი დაარეგულიროს როგორც დაბალი, ასევე მაღალი არტ. წნევის მაჩვენებლები, ასტიმულიროს ძვლის ტვინის უჯრედების სწორი გამრავლება, რის გამოც გამოიყენება სხვადასხვა წარმოშობის ანემიის მკურნალობისთვის. ანემიის მკურნალობაში მისი ეფექტი ასევე დამოკიდებულია საკვებით მიღებული რკინის შეწოვის გაძლიერებაზე კუჭნაწლავის ტრაქტიდან. იგი წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა წარმოშობის ანთებითი პათოლოგიების დროს, იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ანტიბიოტიკოთერაპია უშედეგოა. ბავშვთა და მოზარდთა ასაკში გამოიყენება, როგორც სიმაღლეში ზრდისა და გონებრივი განვითარების მასტიმულირებელი საშუალება, ხოლო ხანდაზმულებში - ასაკობრივი სისუსტის დროს სასიცოცხლო ძალების აღმდგენი საშუალება.

ფუტკრის რძე რეკომენდებულია დაქვეითებული იმუნიტეტის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ასაკობრივი გაუარესების, კუჭ-ნაწლავთა სისტემის დარღვეული ფუნქციონირების, უძილობისა და დაღლილობის მოსახსნელად. რეკომენდებულია მძიმე ფიზიკური და გონებრივი სტრესების შემდგომ შრომისუნარიანობის აღსადგენად.

ორამინ-F, მისი საუკეთესო შემადგენლობის გათვალისწინებით, რეკომენდებულია 12 წლის ასაკის ზემოთ მოზარდებში, ზრდასრულ ადამიანებსა და ხანდაზმულებში დოზით ერთი კაფსულა ერთხელ დღეში, დღის პირველ ნახევარში. კურსის ხანგრძლივობაა 2-4 კვირა.

გისურვებთ ინფექციებისგან სრულ დაცვას.

პატივისცემით ლალი ჯავაშვილი.

ენდოკრინოლოგი მმდ. კლინიკა „კორტექსი’’

მისამართი. ქ.თბილისი ნუცუბიძის ქ 72.

საკონტაქტო ტელეფონი. 218 80 40; 218 73 73; 551 18 80 40

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა