PSP თბილისში გაფანტული სკლეროზის სამკურნალო პროგრამაში ჩაერთო

PSP თბილისში გაფანტული სკლეროზის სამკურნალო პროგრამაში ჩაერთო, რომელიც თბილისის მერიამ 10 მარტიდან აამოქმედა. პროგრამა გაფანტული სკლეროზის (G35) დიაგნოზის მქონე 15-დან 60 წლის ჩათვლით პირებს ძვირადღირებული მედიკამენტების 80%-ს უფინანსებს, სოციალურად დაუცველ შესაბამისი რეიტინგის მქონე პირებს კი - სრულად.

გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების დიდ ნაწილს აღენიშნება მოძრაობის და გადადგილების შესაძლებლობის შეზღუდვა, შესაბამისად პროგრამაში ჩართვისთვის საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება ხშირად ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. პრეპარატ „ოკრევუსის“ გადასხმისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადების გასამარტივებლად, PSP-მ სპეციალურად მათთვის შეარჩია და მოამზადა კადრი, რომელიც უზრუნველოყოფს პაციენტის გადაადგილებას სახლიდან ექიმთან კონსულტაციასა და საჯარო რეესტრში, ასევე თავად აგვარებს ყველა დოკუმენტაციას მომსახურების გასამარტივებლად და პაციენტის კომფორტის შესაქმნელად.

„PSP უზრუნველყოფს არა მარტო თანხმლები მომსახურების კომფორტულობას, არამედ პაციენტის ნაცვლად სრულად ფარავს კონსულტაციისა და პრეპარატის გადასხმის ხარჯებს, რითაც საკმაოდ სოლიდურ თანხას ვუზოგავთ თითოეულ პაციენტს. ჩვენს მიერ მომზადებული პერსონალი არა მარტო მიაკითხავს სახლში და უზრუნველყოფს პაციენტის რიგების გარეშე და კომფორტულ მომსახურებას, არამედ მათ გარეშე დაარეგულირებს დოკუმენტაციის დრულ და სრულ მობილიზებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომსახურება არა მარტო კომფორტული, არამედ მკაცრად კონფიდენციალურია.

ჩვენ გაფანტული სკლეროზის პროექტის პირველი ეტაპის განხორციელება აჭარაში 1 წლის წინ დავიწყეთ. აჭარის რეგიონის მოსახლეობისთვის PSP-მ კლინიკას ინფუზომატის აპარატი შეუძინა „ოკრევუსის“ გადასასხმისთვის, აჭარის რეგიონის 20-ვე პაციენტის გადასხმის თანხასაც კომპანია აფინანსებს. თბილისის მერიის ახალი პროგრამა გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებისთვის პრეპარატის შეძენას ხდის ხელმსაწვდომს, PSP-ს ჩართულობა კი ბენეფიციარების კომფორტსა და თავად გადასხმის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. პროგრამასთან დაკავშირებული კითხვებზე ინფორმაციის მისაღებად მომხმარებელს შეუძლია დაუკავშირდე PSP-ს საინფრომაციო სამსახურს ნომერზე 032 2 402020 ან მობილურის ნომრებზე: 551 934 455; 599 461 500; 595 800 814“, - აცხადებენ PSP-ში.

(R)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს