ბერლინში ჩატარებულ კონკურსში თბილისი 2020 წლის „საუკეთესო კულტურულ ქალაქად“ დასახელდა

ბერლინში ჩატარებულ კონკურსში თბილისი 2020 წლის „საუკეთესო კულტურულ ქალაქად“ დასახელდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, LCD Berlin Awards-ის გლობალური კულტურული სამოგზაურო ქსელისა და VisitBerlin-ის ერთობლივ ცერემონიაზე საქართველოს დედაქალაქმა გაიმარჯვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

თბილისის მერმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებისთვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა.

„მე არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მნიშვნელოვანია ასეთი საერთაშორისო პლატფორმების გამოყენება, რათა წარმოვაჩინოთ ჩვენი ქალაქი, ქვეყანა, ჩვენი ხალხი, კულტურა და ტრადიციები, ჩვენი ღირსშესანიშნავი ადგილები. ძალიან მიხარია და მადლობა მინდა ყველა იმ ადამიანს გადავუხადო, ვინც უშუალოდ ჩართული იყო კონკურსის დოკუმენტაციის მომზადებაში - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და ყველას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება და წინგადადგმული ნაბიჯია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, კონკურსში გამარჯვება პირდაპირ აისახება ტურისტების რაოდენობის ზრდასთან, რაც დედაქალაქში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს.

„ეს პირდაპირ აისახება იმაზე, რომ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა საქართველოში. ეს რა თქმა უნდა, გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი განვავითაროთ - გაკეთდეს სასტუმროები, ჰოსტელები, კაფე-ბარები. ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ უფრო მეტი ადამიანი დავასაქმოთ და ჩავრთოთ საქმეში. ძალიან მიხარია და მეამაყება, რომ ვარ იმ ქალაქის მერი, რომელსაც ძალიან დიდი ტრადიცია და კულტურა აქვს. მეამაყება, რომ ჩვენი სტუმართმოყვარეობა მსოფლიოშია განთქმული. ჩვენი მეგობრობა და ეს ურთიერთობები, რაც გვაქვს მართლაც მოსაფრთხილებელი და დასაფასებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის კონკურენტები მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ტურისტული ქალაქები იყვნენ. დაჯილდოების მე-6 ცერემონიაზე 28 ქვეყნის 50 კულტურული მიმართულება იყო წარმოდგენილი. კონკურსის მიზანია, ტურისტებს უახლესი სამოგზაურო ადგილების აღმოჩენაში დაეხმაროს, რომელიც კულტურულ და სათავგადასავლო მიმართულებას მოიცავს.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება