დავით ჭიჭინაძე - თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში „ოცნებამ" მწარე დამარცხება განიცადა და ახლა ცდილობენ შეზღუდონ ამ ქალაქების წარმომადგენლობა

თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი - ეს ის ქალაქებია, სადაც "ქართულმა ოცნებამ" მწარე დამარცხება განიცადა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში და ახლა მაქსიმალურად ცდილობენ შეზღუდონ ამ დიდი ქალაქების წარმომადგენლობა,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ საარჩევნო ოლქების განაწილების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, ამ მხრივ ბალანსია დარღვეული.

„მე ვთვლი, რომ თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი - ეს ის ქალაქებია, სადაც „ქართულმა ოცნებამ" მწარე დამარცხება განიცადა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში და მაქსიმალურად ცდილობენ შეზღუდონ ამ დიდი ქალაქების წარმომადგენლობა. რეალურად, რასაც თხოულობდა ვენეციის კომისია და საკონსტიტუციო სასამართლო - ამ დიდ ქალაქებში ცხოვრობს ჩვენი მოსახლეობის 2/3. როგორ შეიძლება დიდ ქალაქებში ცხოვრობდეს 2/3 და წარმომადგენლობა ჰყავდეს 1/3? დარღვეულია ბალანსი", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მისივე თქმით, მას პოზიცია არ შეუცვლია და ამ კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებს. კითხვაზე, რამდენად მოახერხებს "ქართული ოცნება" ცვლილებების დამტკიცებას, ჭიჭინაძე ამბობს, რომ ამაზე ნაკლებად ფიქრობს, რადგან თუ ვერ მიიღებს ცვლილებებს ,, კიდევ ერთხელ გამოჩნდება რომ გადამგდებია".

„მე თავის დროზეც დავაფიქსირე, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ჩემგან მხარდაჭერა არ ექნება, არ ვთვლი, რომ ეს არის ის მონაპოვარი, რაც 20 ივნისის შემდეგ იყო და ეს უფრო მეტად ვაჭრობას დაემსგავსა, ვიდრე საზოგადოების ინტერესების დაცვას. თავის დროზე მე მხარს ვუჭერდი შერეულ სისტემას, მაგრამ მერე ჩემი პრინციპი დავთმე იმიტომ, რომ სრულად პროპორციულზე გადასვლა იყო საზოგადოების მოთხოვნა და ამ სისტემაში - 120/30 მაჟორიტარი დეპუტატის ფუნქცია იკარგება და იზღუდება. პრაქტიკულად, ჩვენ ვირჩევთ გუბერნატორებს. ჯერ ხალხის მიღების და მომსახურების პრობლემა იქმნება, 3 და 5 რაიონს როგორ უნდა მოემსახუროს ერთი მაჟორიტარი? და მეორე - ამ ადამიანებს მთავრობის დაკომპლექტებაში მონაწილეობის უფლება არ ექნებათ, პარტიაზე მეტი ხმა შეიძლება აიღოს მაჟორიტარმა და 1 პროცენტიან პარტიას ექნება უფლება და მას არა,"- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

დავით ჭიჭინაძე - თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში „ოცნებამ" მწარე დამარცხება განიცადა და ახლა ცდილობენ შეზღუდონ ამ ქალაქების წარმომადგენლობა

თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი - ეს ის ქალაქებია, სადაც "ქართულმა ოცნებამ" მწარე დამარცხება განიცადა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში და ახლა მაქსიმალურად ცდილობენ შეზღუდონ ამ დიდი ქალაქების წარმომადგენლობა,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ საარჩევნო ოლქების განაწილების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, ამ მხრივ ბალანსია დარღვეული.

„მე ვთვლი, რომ თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი - ეს ის ქალაქებია, სადაც „ქართულმა ოცნებამ" მწარე დამარცხება განიცადა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში და მაქსიმალურად ცდილობენ შეზღუდონ ამ დიდი ქალაქების წარმომადგენლობა. რეალურად, რასაც თხოულობდა ვენეციის კომისია და საკონსტიტუციო სასამართლო - ამ დიდ ქალაქებში ცხოვრობს ჩვენი მოსახლეობის 2/3. როგორ შეიძლება დიდ ქალაქებში ცხოვრობდეს 2/3 და წარმომადგენლობა ჰყავდეს 1/3? დარღვეულია ბალანსი", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მისივე თქმით, მას პოზიცია არ შეუცვლია და ამ კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებს. კითხვაზე, რამდენად მოახერხებს "ქართული ოცნება" ცვლილებების დამტკიცებას, ჭიჭინაძე ამბობს, რომ ამაზე ნაკლებად ფიქრობს, რადგან თუ ვერ მიიღებს ცვლილებებს ,, კიდევ ერთხელ გამოჩნდება რომ გადამგდებია".

„მე თავის დროზეც დავაფიქსირე, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ჩემგან მხარდაჭერა არ ექნება, არ ვთვლი, რომ ეს არის ის მონაპოვარი, რაც 20 ივნისის შემდეგ იყო და ეს უფრო მეტად ვაჭრობას დაემსგავსა, ვიდრე საზოგადოების ინტერესების დაცვას. თავის დროზე მე მხარს ვუჭერდი შერეულ სისტემას, მაგრამ მერე ჩემი პრინციპი დავთმე იმიტომ, რომ სრულად პროპორციულზე გადასვლა იყო საზოგადოების მოთხოვნა და ამ სისტემაში - 120/30 მაჟორიტარი დეპუტატის ფუნქცია იკარგება და იზღუდება. პრაქტიკულად, ჩვენ ვირჩევთ გუბერნატორებს. ჯერ ხალხის მიღების და მომსახურების პრობლემა იქმნება, 3 და 5 რაიონს როგორ უნდა მოემსახუროს ერთი მაჟორიტარი? და მეორე - ამ ადამიანებს მთავრობის დაკომპლექტებაში მონაწილეობის უფლება არ ექნებათ, პარტიაზე მეტი ხმა შეიძლება აიღოს მაჟორიტარმა და 1 პროცენტიან პარტიას ექნება უფლება და მას არა,"- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი