საცურაო აუზ „ტონუსში“ სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

საცურაო აუზ „ტონუსში“ სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. გაიწმინდა აუზის გარე პერიმეტრი, ბავშვებისთვის და მოზარედებისთვის გამოყოფილი გასახდელები, სარეგისტრაციო ოთახი, აუზის შესასვლელი და მიმდებარე ტერიტორია. როგორც საცურაო აუზ „ტონუსის“ დირექტორი თორნიკე ნადირაშვილი აღნიშნავს, აღნიშნული სადეზინფექციო სამუშაოები დამატებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდირებული ხსნარებით ჩატარდა, თუმცა „ტონუსში“ წყლისა და მიმდებარე ტერიტორიის დეზინფექცია, სპეციალური ხსნარების დახმარებით რეგულარულად ხდება. აუზი 4 ტიპის ხსნარით იწმინდება და წყალი ადამიანისთვის უვნებელი ხსნარებით იფილტრება.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის ყველა რეკომენდაციას ვითვალისწინებთ და პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩავატარეთ. საცურაო აუზი დილის 7 საათზე იხსნებდა და „ტონუში“ დიასახლისები ყოველ დღე, 2 საათში ერთხელ, სპეციალური ხსნარებით ალაგებენ, წმენდენ ყველა იმ ტერიტორიას, სადაც შესაძლოა ადამიანი ხელით შეეხოს. მთლიანი ტერიტორიის გაწმენდის შემდეგ, ისინი სპირტის შემცველი ხსნარებით აშორებენ ადამიანისთვის მავნე ქიმიურ ნივთიერებებს. ასევე, აუზის წყალი 4 ტიპის ხსნარით იწმინდება და წელიწადში რადენჯერმე ვცვლით წყლის გარკვეულ რაოდენობას და გაჯანსაღების მიზნით ახალ წყალს ვამატებთ საცურაო აუზში.

ვაცნობიერებთ რომ, კორონავირუსის გავრცელების გამო გაიზარდა რისკები და დამატებითი სადეზინფექციო სამუშაოები ამ რისკებს მინიმუმამდე დაიყვანს. საცურაო აუზი მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებელზე და ვითვალისწინებთ მათ მდგომარეობას. დეზინფექციის გარდა, პროფესიონალი ექიმები ბავშვებს აზში შეშვებამდე ამოწმებენ, უზომავენ ტემპერატურას და საფრთხის შემთხვევაში საჭირო ზომებსაც მიმართავენ. თუმცა, ჯერ მსგავსი შემთვევა არ გვქონია“, - განაცხადა საცურაო აუზის დირექტორმა თორნიკე ნადირაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის რეკომენდაციით, სპორტულ თუ საცურაო აუზებზე, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები უნდა ჩატარდეს.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო