გია ხუხაშვილი ოპოზიციას ურჩევს, 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატად ლიდერები დაასახელონ

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ოპოზიციას ურჩევს, 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატად პარტიების ლიდერები დაასახელონ. ამის შესახებ გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

ხუხაშვილის თქმით, ლიდერების ცნობადობა მაღალია, რაც არჩევნების დროს მნიშვნელოვანია.

„მე შემიძლია ოპოზიციას უნივერსალური გეგმა შევთავაზო. მათი განაწილება შიდა არეულობის საფუძველი რომ არ გახდეს, ხომ არის 30 პარტია და ამ პარტიებს ხომ ჰყავს თავისი ლიდერი? 30 მაჟორიტარად იყაროს კენჭი 30-მა ლიდერმა. ყველას ექნება თითო შანსი. შესაბამისად, მათი ცნობადობა უფრო მაღალია და განსაკუთრებით რეგიონებში ცნობადობა ძალიან მნიშვნელოვანია. მითუმეტეს, თუ ამ ლიდერს ექნება დანარჩენი 30 პარტიის მხარდაჭერა, ოლქების მინიმუმ 50%-ის მოგება სავსებით შესაძლებელია. ოლქები უნდა გაინაწილონ ფარული კენჭისყრით და გვაჩვენონ ეს პირდაპირ ეთერში. ჩაყარონ ბურთები და ამოიღონ, ვისაც რომელი რაიონი შეხვდება, წავიდნენ და იყარონ კენჭი. მათ ხომ აქვთ პრეტენზია, რომ ნაციონალური მასშტაბის ლიდერები არიან და მათი პარტიები ხომ მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს, რა მნიშვნელობა აქვს მარტვილში იყრის კენჭს თუ გლდანში?“- განაცხადა ხუხაშვილმა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ