ირაკლი კოვზანაძე საპენსიო სააგენტოს - ინვესტირებასთან დაკავშირებით მოგიწოდებთ, საზოგადოებასთან იყავით უფრო გახსნილები

საპენსიო თანხების ინვესტირებაზე საჭიროა უფრო მეტი კომუნიკაცია და საზოგადოების ინფორმირება, როგორც საინვესტიციო საბჭოს, ასევე სააგენტოს მხრიდან, მოგიწოდებთ იყავით უფრო გახსნილები,-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საპენსიო თანხების ტრანზაქციების კანონიერებასთან დაკავშირებით დეპუტატების მხრიდან კითხვები დაისვა. როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, დაგროვებითი პენსია სიახლეა ჩვენს ცხოვრებაში, თემა ჯერ კიდევ სენსიტიურია და საზოგადოების ნდობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

„მე კარგად მახსოვს ცხარე დებატები პარლამენტში დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებით, სადაც აქტიურად ვიყავი ჩართული. მიმაჩნია, რომ ეს ფუნდამენტური საფინანსო რეფორმაა და აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკისთვის. საპენსიო სააგენტოს კანონი არ დაურღვევია, მაგრამ ნახევარ მილიარდ ლარზე მეტ ტრანზაქციაზე საზოგადოებას უნდა ჰქონოდა ინფორმაცია, როგორც საინვესტიციო საბჭოსგან ასევე სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისგან. მე არ მიმაჩნია საჭიროდ ყველა ტრანზაქციაზე საჯარო განცხადებების კეთება, მაგრამ ეს არის საქართველოს მოქალაქეების, თითეული ჩვენთაგანის შენატანი, მითუმეტეს პირველად იყო ასეთი მასშტაბური ინვესტიცია. აქედან გამომდინარე აუცილებელი იყო საზოგადოების დროული ინფორმირება“,-აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო