„ევექსი კლინიკები“  კორონავირუსის პრევენციის მიზნით სოციალური პასუხისმგებლობის პროექტს იწყებს

„ევექსი კლინიკები“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დასაქმებულთა სამედიცინო და საინფორმაციო მხარდაჭერას იწყებს.

პროგრამის ფარგლებში, „ევექსი კლინიკებმა“ გადაამზადა და ჩამოაყალიბა ოჯახის ექიმების მობილური ჯგუფი, რომლებიც იმ დასაქმებულებს შეამოწმებენ, ვისაც ყველაზე ინტენსიური შეხება აქვთ მომხმარებლებთან ან ხშირად უხდებათ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა.

„ევექსი კლინიკების“ ოჯახის ექიმები სხვადასხვა კომპანიაში დღის განმავლობა დასაქმებულებს შეამოწმებენ. სამედიცინო პერსონალი გასცემს რეკომენდაციებს კორონავირუსთან დაკავშირებით, ასევე, უპასუხებენ ყველა მნიშვნელოვან კითხვას, რაც COVID 19-ის შესახებ დაისმება.

სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ფარგლებში ჩაერთვება „ევექსი კლინიკების“ მოძრავი კლინიკაც. ამიერკავკასიაში პირველად, ექიმებითა და სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი კლინიკა - „ევექსმობილი“ საქართველოში სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ივლის რეგიონში და მოსახლეობას პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო სერვისებს შესთავაზებს. ამჯერად, კლინიკა, ახალი პროექტის ფარგლებში, გადამზადებული ექიმების მობილური ჯგუფით, დიდ კომპანიებში მივა და თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობას შეამოწმებს.

სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის მონაწილეები იქნებიან საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მედიის, კურიერული და ადმინისტრაციული მომსახურების სექტორში დასაქმებულები. „ევექსი კლინიკების“ ექიმების გუნდი ყველა დაინტერესებულ კომპანიას ეწვევა და ეტაპობრივად გაუწევს კონსულტაციას მათ დასაქმებულებს.

#ერთმანეთზეზრუნვით

#კორონადამარცხებადია

#ჩვენშევძლებთ

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა