რუსთაველ ნიჩბოსანს ალექსანდრე წივწივაძეს რუსთავის მერმა ახალი ნავი გადასცა

რუსთაველი ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე საერთაშორისო ტურნირებზე ახალი ნავით იასპარეზებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, ახალგაზრდა სპორტსმენს ახალი კანოე, რომელიც ოლიმპიური სტანდარტებისაა, დღეს რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ გადასცა.

,,ალექსანდრე წივწივაძე წარმატებული ნიჩბოსანია, ის არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია. განსაკუთრებულად მინდა გამოვყო, ის რომ ალექსი ჩვენს ქალაქში ცხოვრობს და ვარჯიშობს. დღეიდან მას აქვს საკუთარი კანოე, იმედს გამოვთქვამ, რომ საერთაშორისო ასპარეზობებზე, ის კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევს, ასახელებს ჩვენს ქალაქს და ქვეყანას“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბარში.

ახალგაზრდა ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, საერთაშორისო ტურნირებისა და ჩემპიონატების გამარჯვებულია.

,,ძალიან კარგი ნავია, არის მსოფლიო სტანდარტების, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა ვუთხრა რუსთავის მერს ირაკლი ტაბაღუას. იმედი მაქვს, რომ რუსთავში არსებული საწვრთნელი ბაზაც განახლდება. ეს ახალი ნავიც ივლის ჩემთან ერთად ტურნირებზე და უფრო გამიადვილდება წარმატების მიღწევა“, - განაცხადა ალექსანდრე წივწივაძემ.

მათივე ცნობით, გასული წლის სექტემბერში, ახალგაზრდა რუსთაველმა ნიჩბოსანმა, საერთაშორისო შეჯიბრებაზე „ოლიმპიური იმედები“ სამ დისტანციაზე იასპარეზა და პირველი ადგილი დაიკავა. შეჯიბრებაში მონაწილეობას 35 ქვეყნის წარმატებული სპორტსმენი იღებდა. ალექსანდრე წივწივაძემ 1000, 500 და 200 მეტრის დისტანციაზე შეასრულა გაცურვა და სამივე შემთხვევაში პირველი ადგილი მოიპოვა. საერთაშორისო ტურნირი - „ოლიმპიური იმედები“ 15 წლიან ასაკობრივ კატეგორიაში, მსოფლიო ჩემპიონატის მნიშვნელობას ატარებს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს