„ენერგო-პრო ჯორჯია“ - კომპანია დისტანციურ მომსახურებას კიდევ უფრო ააქტიურებს

სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტთა მომსახურების დეპარტამენტი კიდევ უფრო აქტიურად განაგრძობს აბონენტების დისტანციურ მომსახურებას, - ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

აბონენტებს ან სხვა დაინტერესებულ პირებს, საშუალება აქვთ მათთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაცია მიიღონ კომპანიის მომსახურების ცენტრებში მისვლის გარეშე. მაგალითად, ქოლ ცენტრის (ტელ: 0322471707), სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ვებ გვერდიდან უფასო ვებზარის (http://www.energo-pro.ge), ვებგვერდის კონტაქტების ველიდან შეტყობინების გაგზავნით, ელექტრონული ფოსტის (info@energo-pro.ge) და სოციალური გვერდის მეშვეობით (https://www.facebook.com/energoprogeorgia/).

„სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებს უკვე დიდი ხანია აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ ყველა აღნიშნული მომსახურებით. თუმცა, ახლა დისტანციური მომსახურება კიდევ უფრო აქტუალური ხდება და ვთხოვთ ყველას, ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მაქსიმალურად ისარგებლონ დისტანციური მომსახურებით“, - განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ნაცვლიშვილმა.

დისტანციურ მომსახურებასთან დაკავშირებით, კომპანიის აბონენტები, კვირის ბოლომდე დამატებით მიიღებენ რეკომენდაციებს სმს-ის საშუალებით.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?