რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, მათ კლინიკაში დაკვირვების ქვეშ მყოფი მოქალაქეებიდან 6 საავადმყოფოს დღეს დატოვებს

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, მათ კლინიკაში დაკვირვების ქვეშ მყოფი მოქალაქეებიდან 6 საავადმყოფოს დღეს დატოვებს.

როგორც ლევან გოფოძემ აღნიშნა, ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში, დაკვირვების ქვეშ იმყოფება 37 მოქალაქე და მათი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ჩვენს დაკვირვების ქვეშ მყოფ 8 ადამიანს გუშინ გაუკეთდა რეტესტირება, იმისათვის, რო დაგვედგინა არიან თუ არა კორონავირუსის მატარებლები, თუმცა ვიცოდით, რომ უაყოფითი ჰქონდათ, მაგრამ ზოგიერთს გამოეხატა ტემპერატურული რეაქცია ჩვენი დაკვირვების ქვეშ ყოფნის პერიოდში და ამიტომაც ჩატარდა რეტესტირება. უკვე გუშინ ღამესვე მივიღეთ პასუხები, რომ რვავე მათგანს ისევ ნეგატიური ტესტი აქვს, ამიტომ, მათგან უმრავლესობა კლინიკას დღეს დატოვებს. ანუ, ასეთი პირებისთვის საკარანტინო ვადა დამთავრდა. რაც შეეხება დანარჩენებს, ისინი კვლავ რჩებიან დაკვირვების ქვეშ და როგორც კი დაკვირვების ვადა გავა, მათაც გავუშვებთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ რვა პაციენტიდან კლინიკას ექვსი მაინც დატოვებს“, - განაცხადა გოფოძემ.

რაც შეეხება ისანში მყოფ 39 მოქალაქეს, რომლებიც ასევე დაკვირვების ქვეშ არიან, ლევან გოფოძის თქმით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისივე თქმით, დღეს დილით არცერთ მათგანს ტემპერატურა არ აღენიშნებოდა. მისივე განმარტებით, ამ ადამიანებს სამედიცინო მომსახურებას რესპუბლიკური საავადმყოფო უწევს.

ამასთან, როგორც ლევან გოფოძემ აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში რესპუბლიკურ საავადმყოფოს პაციენტების მისაღებად საკმარისი რაოდენობის ადგილი აქვს.

„ჩვენ რამდენიმე იზოლირებული ბოქსიც გვაქვს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, ძირითადად ჩვენ მივიღებთ მძიმე პაციენტებს, რომლებსაც დასჭირდებათ მართვითი სუნთქვა, სერიოზული მონიტორინგი. ასეთ შემთხვევაში რეანიმაცია, ჩვენი კრიტიკული მედიცინის განყოფილება, რომელიც მომზადებულია, დაიტვირთება ამგვარი პაციენტების მისაღებად“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.

იხილეთ ვიდეო: რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინე ზონას 6 პაციენტი დღეს დატოვებს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა