სალომე სამადაშვილი - თუ  პირობა არ შესრულდა, ჩვენ, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დავუჭერთ

თუ პირობა არ შესრულდა, ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დავუჭერთ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია შეთანხმებას მხოლოდ იმ პირობის გათვალისწინებით დათანხმდა, თუ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები გათავისუფლდებოდნენ და ამავე ნიშნით წარმოებული საქმეები რიგი პიროვნების წინააღმდეგ შეწყდება.

„ეს არის ის პოზიცია, რომელიც ჩვენ დავაფიქსირეთ მოლაპარაკებების პროცესში არაერთხელ, შესაბამისად, „ქართული ოცნება“ საქმის კურსში იყო ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პირვევე დღიდან, ისევე როგორც საერთაშორისო პარტნიორები. ან შესრულდება ყველა ის პირობა მათ შორის პოლიტპატიმრების გათავისუფლების თაობაზე, რომელიც აიღო ხელისუფლებამ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, ან ჩვენი მხრიდან არ იქნება მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილების", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისივე თქმით, ეს კარგად ესმით საერთაშორისო პარტნიორებსაც და აღნიშნულის შესახებ დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრაზეც ისაუბრეს.

"ჩვენ საუბარი გვქონდა დეტალურად ამ საქმეებზე, ეს არის ის საქმეები, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების აზრითაც არის სწორედ პოლიტიკური ნიშნით წარმოებული საქმეები და ჩვენს პარტნიორებსაც ძალიან კარგად ესმით, რომ ქვეყანაში ვითარების განმუხტვისთვის და პოლიტიკური ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში გადასვლისთვის აუცილებელია ამ პირობის შესრულება.

ჩვენს პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით და ეს იქნა გაჟღერებული ამ შეხვედრაზე, იმისთვის რომ შეთანხმება შედგეს და შეთანხმება შედგება მხოლოდ მაშინ, როცა ოპოზიცია მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს საკანონმდებლო ორგანოში. მათ ძალიან კარგად ესმით, რომ ეს შეთანხმება შეიძლება შედგეს მხოლო მაშინ, თუ ყველა მხარე პატივს სცემს მოლაპარაკებებზე აღებულ ვალდებულებებს. ამიტომ ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით, ერთიანი პოზიცია გვექნება როგორც ოპოზიციას, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და დიპლომატებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ მოლაპარაკებებში,"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს