გიორგი ვაშაძე - ერთობლივი ნაბიჯებით ვიმოქმედოთ, რომ აღვკვეთოთ ვირუსის გავრცელება და შემოგთავაზებთ ხედვებს, რა უნდა გავაკეთოთ კრიზისის შესაჩერებლად

„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, მისი პარტია და „სტრატეგია აღმაშენებელის“ გუნდი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას იწყებს.

ვაშაძის თქმით, ქვეყანას სჭირდება კომპლექსური, ანტიკრიზისული გეგმა, როგორც ჯანდაცვის სისტემის სწორი მართვის კუთხით, ასევე ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილიზაციის კუთხით.

„ჩვენ „ახალი საქართველოს“ გუნდი და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ვერთვებით ამ პროცესში, პირველ რიგში საინფორმაციო კამპანიაში და თითოეულ მოქალაქეს მივაწვდით ქცევითი წესების ინფორმაციას თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ამ პირობებში პასუხისმგელობით.

პირადად მე გამოვიყენებ ყველა საერთაშორისო კონტაქტს იმისთვის, რომ უახლესი ინფორმაცია მყისიერად გახდეს ჩვენთვის ცნობილი და ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე.

მაქვს გამოცდილება ჩემს ჯგუფთან ერთად კრიზისული სიტუაციების მართვის და მზად ვარ პოლიტიკური წინაპირობის გარეშე ჩავერთო ნებისმიერ პროცესში, რაც დღეს ყველას ერთად გვჭირდება. ეს არის დიდი პრობლემა, რომელიც მხოლოდ ერთიანი ძალებით შეიძლება დავძლიოთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, პანიკის საფუძველი არ არის და ყველამ ერთიანად უნდა ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ.

„კორონავირუსი კიდევ უფრო მძიმდება და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას მოუწია პანდემიის გამოცხადება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მესმის, რომ ყველა ვნერვიულობთ და განვიცდით, მაგრამ მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ თავად მოვეკიდოთ ამ ყველაფერს პასუხისმგებლობით. დავიცვათ ის წესები და გაიდლაინები, რომლებიც გამოიცემა ყოველდღიურად, თავი შევიკავოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან. გარკვეული პერიოდით მოგვიწევს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესის შეცვლა, თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ პანიკის საფუძველი არ გვაქვს.

დღეს არის მოქმედების დრო და ყველამ ერთიანად უნდა ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ. მოგიწოდებთ მაქსიმალურად ერთობლივი ნაბიჯებით ვიმოქმედოთ, რომ აღვკვეთოთ ვირუსის შემდგომი გავრცელება ქვეყანაში და შემოგთავაზებთ ჩვენს ხედვებს რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კრიზისი შევაჩეროთ,“ - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს