გენერალურმა პროკურორმა თანამშრომლებს თბილისის და ქვემო ქართლის საოლქო პროკურორები წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თბილისის პროკურატურის და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებს თბილისის პროკურორი ლევან გეგეჭკორი და ქვემო ქართლის საოლქო პროკურორი შოთა კვაჭანტირაძე წარუდგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ლევან გეგეჭკორს და შოთა კვაჭანტირაძეს პროკურატურის სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, ბოლოს ლევან გეგეჭკორი ქვემო ქართლის საოლქო პროკურორის თანამდებობას იკავებდა, ხოლო შოთა კვაჭანტირაძე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორის მოადგილე იყო.

როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, განხორციელებული საკადრო ცვლილებები მიმართულია სისტემის ეფექტიანობის კიდევ უფრო ამაღლების და განვითარებისკენ.

შეხვედრაზე გენერალურმა პროკურორმა თბილისის და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უწყებების მუშაობა კიდევ უფრო ეფექტიანი უნდა გახდეს.

ირაკლი შოთაძემ თანამშრომლების სოციალური პირობების გაუმჯობესების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილებით, პროკურატურის სტაჟიორებს, გამომძიებლებს, პროკურორებს და საშუალო რგოლის მენეჯერებს ხელფასი 500 ლარით გაეზარდათ, რაც დამატებით სტიმულს წარმოადგენს.

მისი თქმით, პროკურატურის თანამშრომელთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების გაუმჯობესება მომავალშიც გაგრძელდება, რადგან პროკურატურის თანამშრომლების მყარი სოციალური დაცვის გარანტიები პროკურორთა დამოუკიდებლობის გაძლიერებას, ინსტიტუციის განვითარებას და უწყების ეფექტიან საქმიანობას განაპირობებს.

გენერალურმა პროკურორმა პროკურატურის თანამშრომლებთან პროკურორებისა და გამომძიებლების რანგირების სისტემის ჩამოყალიბებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს პროკურატურის ორგანოებში კარიერული განვითარების დაგეგმვას და გამჭვირვალე და და კონკურენტული ანაზღაურების სისტემის შექმნას.

ირაკლი შოთაძემ პროკურატურის თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეებთან სწორი და ღია კომუნიკაციის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და პროკურატურის თანამშრომლებს მოუწოდა დიდი ყურადღებით მოეკიდონ აღნიშნულ საკითხს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო