ანა ნაცვლიშვილი - ,,ლელოს მოდელს’’ სასამართლოს შესახებ ძალიან მალე გავაცნობთ ფართო საზოგადოებას

,,ლელოს მოდელს’’ სასამართლოს შესახებ ძალიან მალე გავაცნობთ ფართო საზოგადოებას , - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ პოლიტსაბჭოს წევრმა ანა ნაცვლიშვილმა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოცემული სასამართლო სისტემის შეფასებისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ლელო საქართველოდან“ აცნობეს, ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულ მოდელში გათვალისწინებულია თანამშრომლობა საერთაშორისო ინსტიტუციებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან, რათა სხვა ქვეყნის გამოცდილებების გათავლისწინება მოხდეს.

„ლელო“ ძალიან ინტენსიურად მუშაობს სასამართლო რეფორმის მოდელზე. სამწუხაროდ, იმდენად დაავადებული და დაჭაობებულია ეს სისტემა, რომ ერთი მარტივი გამოსავალი ვერ უშველის. მოდელი, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ და საზოგადოებას მალე გავაცნობთ, იქნება კომპლექსური. როგორც ადამიანის ორგანიზმში მოდებულ დაავადებას ვერ უშველის ოპერაცია მხოლოდ კონკრეტულ ორგანოზე, ასევე ვერ უშველის სასამართლო სისტემას ფრაგმენტული გადაწყვეტილებები. აქ არის ჩასატარებელი კომპლექსური ქირურგიული ოპერაცია, რაც ეს უნდა გავაკეთოთ ძალიან გააზრებულად და სწორად.

,,ლელოს მოდელში’’ გათვალისწინებულია თანამშრომლობა საერთაშორისო ინსტიტუციებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან, რათა გავითვალისწინოთ სხვა ქვეყნების როგორც კარგი, ასევე ცუდი გამოცდილებები და არ გავიმეოროთ ის საფრთხეები და რისკები, რომლებიც სხვა ქვეყნებმა გამოსცადეს სასამართლოს რეფორმირებისას. თუმცა, ფუნდამენტური ცვლილებების გარეშე ჩვენი სასამართლო სისტემა ვერ გაჯანსაღდება. ამ მიმართულებით ,,ლელოს მოდელს’’ ვამუშავებთ ბევრი ადამიანის ჩართულობით, ვეცნობით ყველა მოსაზრებას, რომელიც ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ ავტორიტეტულ ექსპერტებს თუ ორგანიზაციებს აქვთ ამ პერიოდამდე შექმნილი. გვაქვს ჩვენი მოსაზრებებიც, ანუ იმ ადამიანების, რომლებიც კარგად ვიცნობთ სასამართლო სისტემას და დღეს ვართ ,,ლელოში’’. ამ სასამართლოს ,,ლელოს მოდელს’’ ძალიან მალე გავაცნობთ ფართო საზოგადოებას, ექსპერტულ წრეებს და ყველა დაინტერესებულ ადამიანს, რომელსაც გულწრფელად უნდა, სასამართლო გახდეს თავისუფალი“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა