„ფილიპ მორის საქართველო“ დისტანციურ მუშაობაზე გადადის

COVID 19-ის სახელით ცნობილი ახალი კორონავირუსისაგან თავდაცვის მიზნით, კომპანია „ფილიპ მორის საქართველო“ თანამშრომლებს დისტანციური მუშაობისკენ მოუწოდებს.

საერთაშორისო მითითებებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით, 2020 წლის 13 მარტიდან „ფილიპ მორის საქართველოს“ თანამშრომლები დისტანციურად იმუშავებენ. კომპანიამ დამატებით, ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, შეზღუდა ბიზნეს-მოგზაურობები.

„ჩვენს პრიორიტეტს ყოველთვის წარმოადგენდა ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა. სწორედ ამიტომ, ამ მოტივაციითა და საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული ზრდადი შემთხვევების გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლის თაოაბაზე. ქვეყანაში განვითარებული სიტუაციის მიხედვით, მომავალშიც შესაბამის ქმედებებს განვახორციელებთ", - განაცხადა იური გორდოკმა, „ფილიპ მორის ინტერნეიშენალის“ კავკასიისა და მოლდოვას გენერალურმა მენეჯერმა.

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს