„თიბისი“ ფიზიკურ პირებს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესმსესხებლებს სესხების შენატანზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს უწესებს

„თიბისი“ ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესმსესხებელს სესხების შენატანზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს უწესებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით „თიბისი“ განცხადებას ავრცელებს.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესმსესხებელს და ასევე ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, შევთავაზოთ სესხების შენატანზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი.

საშეღავათო პერიოდი შეეხება სესხის როგორც ძირს, ისე პროცენტს.

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ნაბიჯით „თიბისი“ უმარტივებს ადამიანებს და ბიზნესებს ცხოვრებას.

დეტალურ ინფორმაციას სესხების გადავადებასთან დაკავშირებით მომხმარებლები ინდივიდუალურად მიიღებენ“, - ნათქვამია „თიბისის“ განცხადებაში.

მათივე განმარტებით, "თიბისი" მომავალი კვირიდან დაიწყებს საშეღავათო პერიოდთან დაკავშირებული პროცედურების დამუშავებას.

"დეტალურ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით მომხმარებლები ინდივიდუალურად მიიღებენ. "თიბისი" ყველა მომხმარებელს დისტანციური არხებით დაუკავშირდება, ისე, რომ მათ არ მოუხდეთ ფილიალებში მოსვლა და საშეღავათო პირობებზე კომუნიკაცია მოხდება ინდივიდუალურად", - აღნიშნავენ ბანკში.

იხილეთ ვიდეო: "თიბისი" ბანკმა და საქართველოს ბანკმა მომხმარებლებს სესხების შენატანზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი დაუწესეს

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება