ადვოკატის განცხადებით, ლუკა სირაძის ჩვენების იძულებაში გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანთან ერთად რამდენიმე პოლიციელი მონაწილეობდა

გარდაცვლილი 15 წლის ლუკა სირაძის ოჯახის ადვოკატის რეზი აჭარაძის განცხადებით, ლუკა სირაძის ჩვენების იძულებაში გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანთან ერთად რამდენიმე პოლიციელი მონაწილეობდა. როგორ რეზი აჭარაძე განმარტავს, ერთ-ერთი მათგანის ამოცნობა გარდაცვლილი მოზარდის დედას შეუძლია.

„როგორც გარდაცვლილის მშობელმა განმარტა, ლუკა სირაძის ჩვენების იძულებაში არაერთი პოლიციელი იღებდა მონაწილეობას. ჯერჯერობით, გამოძიების მიერ იდენტიფიცირებული არ არიან სხვა პირებიც, რომლებიც სავარაუდოდ, ლუკა სირაძეზე ზეწოლას ახდენდნენ. თუმცა, ყოველდღიურად ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. დედის მიერ რამდენიმე პიროვნება არის დასახელებული, როგორც მარიანა ჩოლოიანი, ასევე კიდევ ერთი პირი, რომლის იდენტიფიცირებაც მას შეუძლია. თუმცა, სისხლის სამართლის კოდექსით საჭიროა ორი, ან მეტი მტკიცებულება, რომელიც პირის ბრალეულობაზე მიუთითებს. ჯერჯერობით, მეორე მტკიცებულება, რომელიც ლუკა სირაძის დედის ჩვენებას საქმეში შეავსებს, არ არსებობს. პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილეზე პირდაპირ არის მითითებული, რომ ლუკა სირაძე თავის ოთახში გაიყვანა, ეს დადასტურებულია და ის ამას არც უარყოფს. თუმცა, რა მოხდა იმ ოთახში და რა სიტუაცია იყო, ამაზე საჭიროა მტკიცებულებების მოპოვება. საუბარია, ჩოლოიანთან ერთად 3-4 ადამიანზე“, - აცხადებს აჭარაძე.

ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ლუკა სირაძის საქმეზე, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან ადმინისტრაციული გადაცდომა გამოკვეთა. უწყებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა პოლიციის მუშაკებისთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის მიზნით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა