გიორგი გახარია - დარწმუნებული ვარ, რომ ლარის კურსი შესაბამის საბალანსო ნიშნულს დაუბრუნდება

ჩვენი ძირითადი მიზანია ლარის კურსთან გამკლავებაში ეკონომიკის ზრდის სტიმულირება, რასაც ყველა ერთად ვაკეთებთ. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ლარის კურსი შესაბამის საბალანსო ნიშნულს დაუბრუნდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფიგზე ლარის კურსთან მიმართებაში დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ლარის კურსი, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საკმაოდ სტაბილურად და პოზიტიურად მოძრაობდა.

„რა თქმა უნდა, ეს არის ბოლო გამოწვევაზე, პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე რეაქცია. ეს არის რეაქცია, რომელიც ჩვენ, ყველამ ერთად, წყნარად, მშვიდად უნდა გადავიტანოთ. ამისათვის ჩვენ დღეს საუბარი გვექნება ეროვნულ ბანკთან და საფინანსო სექტორთანაც და იმ ღონისძიებებთან ერთად, რომელიც ახლა ჩვენ ჩამოვთვალეთ. ჩვენი ძირითადი მიზანი გახლავთ ლარის კურსთან გამკლავებაში ეკონომიკის ზრდის სტიმულირება, რასაც ყველა ერთად ვაკეთებთ. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ლარის კურსი შესაბამის საბალანსო ნიშნულს დაუბრუნდება“, - განაცხადა გახარიამ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს