ნათია თურნავა - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ჩვენი მოქალაქეების დასაცავად და ვიმედოვნებ, სხვადასხვა ინდუსტრია გვერდში დაგვიდგება

კორონავირუსის სწრაფი გავრცელების შედეგად შექმნილ პრობლემებზე მსჯელობის მიზნით, ცალკეულ ჯგუფებთან შეხვედრები გაგრძელდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ამ მიზნით, პრემიერის დავალებით, დღეს სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს შეხვდება.

„ჩვენი ამოცანაა, ბიზნესთან პარტნიორობით შევამციროთ კორონავირუსის გავრცელების რისკი და გავაკეთოთ მაქსიმალური პრევენცია. ეს პირველ რიგში, ეხება ისეთ ბიზნესებს, სადაც მათი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ხშირია კონტაქტი მოსახლეობასთან, დღის განმავლობაში ჰყავთ ბევრი მომხმარებელი. საუბარია სავაჭრო ობიექტებზე, საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, სილამაზის სალონებზე. ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ მაქსიმალურად დისტანციურ მომსახურებაზე გადავიდეთ ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია, ვიმსჯელოთ სამუშაო რეჟიმსა და საათებზე. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეები იყვნენ დაცული და დიდი იმედი მაქვს, სხვადასხვა ინდუსტრია გვერდში დაგვიდგება ისევე, როგორც სხვა ყველა შემთხვევაში ხდება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთლიანად მსოფლიო ძალიან რთულ ვითარებაში იმყოფება და ამ ობიექტური მიზეზებით ბევრი პრობლემა წარმოიქმნება - ჩაიკეტა საზღვრები, შეჩერდა მიმოსვლები.

„ამიტომ ჩვენ ველოდებით, რომ ამ მოვლენებს საკმაოდ ნეგატიური გავლენა ექნება ეკონომიკაზე“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო