11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, სკოლებში არდადეგების გახანგრძლივების მიუხედავად, სასწავლო პროცესი 15 ივნისს დასრულდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, სწავლის პროცესი სკოლებში საგაზაფხულო არდადეგების გახანგრძლივების მიუხედავად, 15 ივნისს დასრულდება. ამის შესახებ ეკატერინე დგებუაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

იმ შემთხვევაში, თუ სწავლის პროცესი 1-ელ აპრილსაც ვერ განახლდა, როგორც დგებუაძე ამბობს, განათლების სამინისტროს კონკრეტული გეგმა ექნება, თუმცა ეს სასწავლო წლის დასრულების ვადაზე არ იმოქმედებს.

„სასწავლო პროცესი დამთავრდება 15 ივნისს. ეს არის მინისტრის ბრძანებით დადგენილი პერიოდი, როდესაც სასწავლო პროცესი უნდა დასრულდეს. თუ პირველ აპრილს დავიწყებთ სასწავლო პროცესს, რისთვისაც მზად ვართ, არ მოუწევთ ბავშვებს დამატებით სწავლის გახანგრძლივება. არის რამდენიმე არჩევანი. თუ სკოლა გადაწყვეტს, რომ პროგრამა თავის მოსწავლეებს სრულფასოვნად გაატაროს, რა თქმა უნდა, მაშინ თავისუფალი იქნება სკოლა და თავად დააორგანიზებს სასწავლო გეგმის ფარგლებში ამ პროცესს. ეს იქნება შაბათ-კვირა, დამატებით გაკვეთილების გახანგრძლივება სასწავლო დღეების განმავლობაში, ამაში სკოლა მოქნილი იქნება და თავად გადაწყვეტს, რა ფორმით დაგეგმავს სასწავლო პროცესს.

სწავლის პროცესის გახანგრძლივებაზე ჯერ საუბარი ნაადრევია, თუმცა, ამაზეც მუშაობს განათლების სამინისტრო, გარკვეულ გამოწვევებს უპასუხოს. თუ პროცესი გახანგრძლივდება, ამასთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გავაკეთებ“, - განაცხადა დგებუაძემ.

მისივე ინფორმაციით, ყველა საჯარო და კერძო სკოლაში ჩატარებულია დეზინფექციის სამუშაოები და ეს პროცესი სწავლის განახლების შემდეგაც გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის გამო, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები მარტის შუარიცხვებამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული პერიოდი 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა.

იხილეთ ვიდეო:

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო