Mastercard და Wolt უფასო მიტანის კამპანიას იწყებს!

Covid 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებული მდგომარეობიდან გამომდინარე, Mastercard და მისი პარტნიორი Wolt ერთიანდებიან და დღეიდან Mastercard-ის ბარათით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლებს ნებისმიერ შეკვეთას სრულიად უფასოდ მიუტანენ. მიტანის საფასური მათ აპლიკაციის ანგარიშზე დაუბრუნდებათ.

Mastercard-ის რეგიონული დირექტორი, იგორ სტეპანოვი აღნიშნავს, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელია ყველა ბიზნესმა გამოიჩინოს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად დაეხმაროს საზოგადოებას ვირუსის წინააღმდეგ პრევენციულ ბრძოლაში. „ეს პროცესი თვითიზოლაციას და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოხვედრისგან თავის შეკავებას გულისხმობს; გვსურს ჩვენი წვლილი შევიტანოთ საზოგადოების უსაფრთხოებასა და პანდემიის სწრაფ დეესკალაციაში, სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ჩვენს პარტნიორ კომპანია Wolt-თან ერთად ყველა შეკვეთის მიტანის საფასური სრულიად ავანაზღაუროთ და უკონტაქტო გადახდის მეშვეობით მინიმუმამდე დავიყვანოთ ვირუსის გავრცელების საფრთხე“, - ამბობს სტეპანოვი.

”ვოლტი სრულად ითვალისწინებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს. ჩვენ თავს მოვალედ ვთვლით, გავაკეთოთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია მომხმარებლების, ჩვენი თანამშრომლების და პარტნიორების უსაფრთხოების დასაცავად.

მომხმარებლებს ვთავაზობთ უსაფრთხო და კიდევ უფრო კომფორტულ სერვისს და ვერთვებით უფასო მიტანის კამპანიაში მასტერქარდთან ერთად: ყველა მომხმარებელი რომელიც ვოლტზე მასტერქარდით გადაიხდის, დაიბრუნებს მიტანის საფასურს ვოლტის ანგარიშზე. ამავე დროს, Wolt-ის აპლიკაციაში დავამატეთ უკონტაქტო მიტანის ფუნქცია, რომლის გამოყენებასაც ყველა მომხმარებელს ვურჩევთ”, – ამბობენ კომპანიის გენერალური მენეჯერი, ნატალია ხიზანიშვილი.

*მომხმარებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ უფასო მიტანის აქცია არ მოქმედებს Apple Pay-თ გადახდის შემთხვევაში.

მასტერქარდის შესახებ :

მასტერქარდი ((NYSE: MA), www.mastercard.com , არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესინგო ქსელს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებს, მთავრობასა და ბიზნესს 210 -ზე მეტ ქვეყანაში. მასტერქარდის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობას, როგორიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა. შემოგვიერთდით Twitter@MasterCardNews-ზე, ჩაერთეთ საკითხების განხილვაში ბლოგზე „ტრანზაქციის მიღმა“ (Beyond the Transaction Blog) და გამოიწერეთ უახლესი ამბებიEngagement Bureau“-დან (http://newsroom.mastercard.com)

ვოლტის შესახებ :

Wolt საკვების მიტანის ფინური კომპანიაა, რომელიც 2014 წელს ჰელსინკიში დაარსდა. დღეს ამ სერვისით სარგებლობა მსოფლიოს 21 ქვეყანასა და 70-ზე მეტ ქალაქშია შესაძლებელი. მათ შორისაა: კოპენჰაგენი, ტალინი, თელ-ავივი, ბუდაპეშტი, პრაღა, ათენი, თბილისი და ბათუმი. საქართველოში Wolt 2018 წლის მაისში შემოვიდა. დღეს, ამ აპლიკაციით კერძების გამოძახება თბილისისა და ბათუმის 400-ზე მეტი რესტორნიდან არის შესაძლებელი და სერვისით, ყოველდღიურად, ათასობით მომხმარებელი სარგებლობს.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა