საკრედიტო საინფორმაციო ბიურო „კრედიტინფო საქართველო“ დისტანციურ მომსახურებაზე გადადის

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციის გათვალისწინებით 16 მარტიდან საკრედიტო საინფორმაციო ბიურო „კრედიტინფო საქართველო“ წყვეტს მოქალაქეების მიღებას ოფისში და გადადის დისტანციურ მომსახურებაზე. კრედიტინფო საქართველო განაგრძობს მომხმარებლებისთვის საკრედიტო ინფორმაციის მიწოდებას დისტანციურად „ჩემი კრედიტინფოს“ დახმარებით.

სერვისის მომხმარებლები მიიღებენ, როგორც სრულ საკრედიტო ინფორმაციას, ასევე საკონსულტაციო მომსახურებას კომპანიის პერსონალის მხრიდან. ტელეფონით საკრედიტო ინფორმაციის გაცემა მოხდება პიროვნების იდენტიფიკაციის დროებითი პროცედურის მიხედვით.

ინფორმაციის მისაღებად მოქალაქეებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ნომერზე: 262 35 55

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა