„ვენდისა“და „დანკინის“ ქართული წარმომადგენლობის განცხადება

„ვენდის“ და „დანკინის" რესტორნების ქსელი ეხმაურება COVID-19-თან დაკავშირებულ სიტუაციას და ამკაცრებს უსაფრთხოების ნორმებს.

„ვენდის და დანკინი საქართველოში წარმოდგენილია 40-ზე მეტი რესტორნით და დანკინის 1 ქარხნით, სადაც იწარმოება დანკინის ყველა ის პროდუქტი რომელიც შემდგომში რესტორნებს მიეწოდება. აქედან გამომდინარე, ძალიან მაღალია სოციალური პასუხისმგებლობა, რომელსაც ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ. „ვენდისი“ და „დანკინი“ განუხრელად უზრუნველყოფენ პროდუქტების მომზადების პროცესში ჯანდაცვის ორგანიზაციების და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებს.

ჩვენთვის მომხმარებლების ჯანმრთელობა და მათთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნა უმნიშვნელოვანესია, ამიტომ ვითვალისწინებთ არამარტო ლოკალურ, არამედ ვენდის და დანკინის სათაო ოფისების მიერ მოწოდებულ სტანდარტებს.

კერძოდ, შეიცვალა ინვენტარის დეზინფიცირების სტანდარტი, რომელიც გულისხმობს დროის მონაკვეთში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დანადგარებისა და ხელსაწყოების რეცხვას და სადეზინფექციო საშუალებით დამუშავებას. ასევე აღსანიშნავია, რომ სარეცხ-სადეზინფექციო საშუალებების კონცენტრაცია გაიზარდა დასაშვებ მაქსიმალურ ზღვრამდე, რაც გულისხმობს დაბინძურების რისკების გამორიცხვას.

ყველა რესტორანში მიმდინარეობს პირადი ჰიგიენისა და სისუფთავის კონტროლი ვენდის და დანკინის საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით.

აღსანიშნავია ის განსაკუთრებული ღონისძიებები, რასაც ვენდი და დანკინი მიმართავს უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად:

მაგიდების, სკამების, იატაკების დეზინფიცირება ხდება ყოველი მოხმარების შემდეგ.

ზედაპირებზე, როგორიცაა კიოსკის ეკრანი, გადახდის ტერმინალის კლავიატურა, - რომლებზეც მომხმარებლებს უშუალოდ უწევთ ხელით შეხება, დეზინფიცირდება საათში ერთხელ.

საწარმოო ჭურჭლის და ხელსაწყოების დეზინფიცირება მიმდინარეობს მსოფლიოში ცნობილი ბრენდის-Ecolabის წარმოებული სარეცხ-სადეზინფექციო ხსნარების გამოყენებით, რომელთა კონცენტრაცია საგანგებოდ გაუტოლდა მაქსიმალურ რეკომენდირებულ დონეს.

ორივე კომპანიაში, ყველა თანამშრომელი, რომეთსაც შეხება აქვს საკვებთან, აღჭურვილია ხელთათმანებით, ამით გამოვრიცხავთ საკვების დაბინძურების ნებისმიერ რისკს.

თანამშრომელს, რომელსაც უწევს ფულთან შეხება, აღჭურვილია ხელთათმანებით, რომლის გამოცვლაც ხდება 30 წუთში ერთხელ.

თანამშრომლები, რომლებსაც შეხება ჰქონდათ ან/და იმყოფებოდნენ ევროპის ქვეყნებში, ამ დროისთვის არ დაიშვებიან სამუშაო ტერიტორიაზე, კომპანია ხელს უწყობს მათ სრულფასოვნად მოახდინონ თვითიზოლაცია.

თანამშრომლები, რომლებიც მუშაობენ აეროპორტის ტერიტორიაზე, აღიჭურვნენ სახელმწიფოს მიერ გაცემული რეკომენდაციების მიხედვით.

არც ერთ თანამრომელს არ უწევს საკვებად მზა ან უმ პროდუქტთან პირდაპირი შეხება, ვენდის და დანკინის სტანდარტის მიხედვით, თანამშრომლები იყენებენ პლასტიკურ ხელთათმანებს, რაც გამორიცხავს ყოველგვარი დაბინძურების შესაძლებლობას.ვენდის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ინფორმირებულია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და მუდმივ მზადყოფნაშია, რომ საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს დამატებითი ქმედითი ღონისძიებები.

(R)

ამირან სალუქვაძე - მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობა გაიზარდა, საკმაოდ დაძაბული ბრძოლის მომსწრე ვიქნებით და იმედია, არჩევნების შემდეგ დასავლეთის ხელახალი დახმარება არ დაგვჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2021
ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
კახა ოქრიაშვილი - 2021 წელს 43%-იანი პლებისციტის დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არ დასრულებულა
„ლუტეცია ჯგუფი“ ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდს აარსებს
ახალი სერვისი არააქტიური მოპოვების ლიცენზიის მფლობელებს
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის საგრანტო კონკურსის მონაწილეებს "ფინკა ბანკი" თანადაფინანსების სპეციალურ პირობებს სთავაზობს
"ჯივიესის" ახალი შენაძენი რაჭაში
„პერსონალური მენეჯერი“ - სრულიად ახალი სერვისი “პსპ დაზღვევისგან”
ხვალ გაიმართება ფორუმი მზის ელექტროსადგურის სარგებლიანობის შესახებ - „მდგრადი ინვესტიცია და ბიზნეს სარგებელი“