„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია კორონავირუსთან საბრძოლველად უწყებებსა და საქართველოს მოქალაქეებს მოხალისეობრივად დახმარებას სთავაზობს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, მათი ახალგაზრდული ორგანიზაციის თითოეულ წევრი მზადაა იმისთვის, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად ნებისმიერ უწყებასა და საქართველოს მოქალაქეებს გვერდით დაუდგნენ და მათ მოხალისეობრივად დახმარებას სთავაზობენ.

მისი თქმით, ახლა მთავარია მთელი მოსახლეობა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, სოლიდარულები იყვნენ ერთმანეთის მიმართ.

„დედაქალაქის მერმა დღეს გააჟღერა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის უფასო სასადილოებში იცვლება მომსახურების ფორმა, წესდება უსაფრთხოების განსაკუთრებული ნორმები, ინერგება დამატებითი სერვისები ვირუსის გავრცელების რისკების მაქსიმალურად შესაზღუდად. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ამ დამატებითი მომსახურების გასაწევად, თბილისის მერიას დასჭირდება მოხალისეთა ჯგუფები. ისინი დამატებით ტრენინგებსაც გაივლიან.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თითოეულ წევრს, გვაქვს დიდი სურვილი და მზაობა იმისთვის, რომ გვერდით დავუდგეთ ნებისმიერ უწყებას, ჩვენს თითოეულ თანამოქალაქეს ამ მძიმე პერიოდში და მოხალისეობრივად შევთავაზოთ ჩვენი დახმარება. ჩვენ, ჩვენი თითოეული მეგობარი და თანამოაზრე, არათუ მზად ვართ ამისთვის, არამედ მოხარულებიც კი ვიქნებით, თუ მოგვეცემა შესაძლებლობა დავეხმაროთ და ვემსახუროთ ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს ქვეყანას.

ახლა მთავარია, მთელი მოსახლეობა, განსაკუთრებით კი ჩვენ, ახალგაზრდები, სოლიდარულები ვიყოთ ისე, როგორც არასდროს. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ, როგორც ერთმანეთის, ისე საზოგადოების ჯანმრთელობას“,-ნათქვამია გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებაში“, - განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა