16 მარტიდან ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, მომხმარებლებს სთავაზობს ერთთვიან უფასო წვდომას 6 000-ზე მეტ ელექტრონულ წიგნზე

16 მარტიდან ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, გამომცემლობების უპრეცედენტო მხარდაჭერით, თავის მომხმარებლებს სთავაზობს ერთთვიან უფასო წვდომას 6 000-ზე მეტ ელექტრონულ წიგნზე, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, განახლებული SABA Reader აპლიკაციების (Android და iOS) საშუალებით როგორც ახალი, ასევე არსებული მომხმარებლები ერთი თვის განმავლობაში ბიბლიოთეკის გამოწერის სერვისით უფასოდ ისარგებლებენ.

როგორც „თიბისიში“ განმარტავენ, „საბას“ მთელ ბიბლიოთეკაზე ერთთვიანი უფასო წვდომის აქტივაცია მხოლოდ SABA Reader აპლიკაციებიდან იქნება შესაძლებელი. თითოეული ახალი მომხმარებელი 4-წიგნიანი პაკეტის აქტივაციას შეძლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი საკუთარ თაროზე ერთდროულად 4 წიგნის განთავსებას შეძლებენ, თუმცა „საბას“ ბიბლიოთეკიდან აღებული წიგნების უკან დაბრუნება და სხვა წიგნებით ჩანაცვლება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, რაც მომხმარებლებს 6 000-ზე მეტ წიგნზე შეუზღუდავ წვდომას აძლევს.

„რაც შეეხება „საბას“ არსებულ მომხმარებლებს, ანუ მათ, ვისაც გამოწერის სერვისის ფარგლებში ერთთვიანი, ექვსთვიანი ან ერთწლიანი მოცულობის პაკეტები უკვე შეძენილი აქვთ, აქციის პირობებში ერთთვიანი უფასო წვდომა საჩუქრად დაემატებათ. „საბას“ ექსპერტი (8 წიგნიანი) პაკეტის მფლობელები კი ერთთვიანი უფასო წვდომის განმავლობაში 4 წიგნიანი პაკეტის ნაცვლად კვლავ 8 წიგნიანი პაკეტით ისარგებლებენ.

ერთთვიანი უფასო წვდომის ამოწურვის შემდეგ, ახალ მომხმარებლებს ფასიანი პაკეტები ავტომატურად არ გაუაქტიურდებათ. წიგნის ყველა მოყვარული მიიღებს შესაბამის ინფორმაციას და სურვილისამებრ გააგრძელებს აპლიკაციის ფასიან სერვისს,“- განაცხადეს „თიბისიში“.

მათივე ინფორმაციით, ლიტერატურული პრემია „საბას“ კვალდაკვალ ელექტრონული წიგნების სახლი „თიბისიმ“ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2012 წელს დააფუძნეს. „საბას“ ელექტრონული ბიბლიოთეკა 6 000-ზე მეტ წიგნს (მათ შორის, ხმოვანს), პოდკასტებსა და ლექციებს აერთიანებს.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს