სს ოპპა უკონტაქტო მომსახურების ხელშეწყობის მიზნით, OPPA.GE-ს გადახდებზე საკომისიოს აუქმებს, თანამშრომლები კი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადაჰყავს

სს ოპპა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ყველა სახის ონლაინ გადახდაზე საკომისიოს აუქმებს, ხოლო ვირუსის მოსახლეობაში გავრცელების ხელის შესაშლელად, თანამშრომლები ნაწილობრივ დისტანციურ სამუშაოზე გადაჰყავს.

„ჩვენმა კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მუშაობის ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანოს თანამშრომლების მაქსიმალური რაოდენობა. ვინაიდან კორონა ვირუსი დღეს მთელი მსოფლიოს გამოწვევაა და მისი გავრცელების ხელის შეშლა ყველა ჩვენგანის მორალური, სამოქალაქო და კორპორატიული პასუხისმგებლობაა. გარდა ამისა, უკონტაქტო მომსახურების წასახალისებლად, გადავწყვიტეთ დროებით უარი ვთქვათ ჩვენი ელექტრონული საფულის შემოსავლიანობაზე და oppa.ge-დან განხორციელებულ გადახდებზე საკომისიო გავანულოთ.“

როგორც კომპანიაში აცხადებენ, გადახდებზე 0% საკომისიო სიტუაციის დასტაბილურებამდე შენარჩუნდება, ხოლო მომხმარებლებს გადახდისას მოუწევთ გაითვალისწინონ მხოლოდ ის ტარიფები, რომლებიც შესაძლოა დაუწესდეთ სხვადასხვა ბანკის ბარათით სარგებლობისას.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა