საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში ზარები დარეკავს

საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში 12:00 საათისთვის ზარები დარეკავს. აღნიშნულის შესახებ საქართველოს საპატრიარქომ გუშინ განაცხადა.

ზარების რეკვას ამ წუთებში ელოდებიან სამების საკათედრო ტაძარში, სადაც საკვირაო წირვას პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო აღავლენს.

საპატრიარქო მრევლს მოუწოდებს ყოველ დილით ნაკურთხი წყალი დალიონ და თავი შეიკავონ საზღვარგარეთ ვიზიტებისგან.

"გუშინ საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა წერილი და მოუწოდა დედა ეკლესიამ მის შვილებს დაიცვან ექიმების რეკომენდაციები, უსაფრთხოება და ასევე მოუწოდა, რომ 12 საათისთვის ყველა მოქმედ ტაძარში დაირეკოს ზარები და ითქვას სამი ლოცვა "მამაო ჩვენო", "მოწყალებისა კარი განგვიღე", "ღვთისმშობელო ქალწულო". ასევე რეკომენდაციაა ასეთი, რომ ყველამ ყოველ დილით დალიოს ნაკურთხი წყალი და ასხუროს. ასევე მოუწოდა რომ თავი შეიკავონ საზღვარგარეთ ვიზიტებისგან, თუნდაც ეს მომლოცველობითი სახის იყოს. ზიარების წესზე ითქვა ის, რომ არ შეიცვლება ერთი კოვზით ზიარების წესი, რადგან ეს არის საუკუნოვანი ტრადიცია და ეს დადგენილება არა მარტო საქართველოს ეკლესიამ, საბერძნეთის ეკლესიამაც მიიღო. მხოლოდ შეიცვლება ის, რომ ზიარების შემდგომ ერთჯერადი ჭიქებით დალევს მრევლი "სიტკბოებას" ან იმ ჭიქებით რასაც მრევლი მოიტანს. მსგავსი გადაწყვეტილება ადრე არ მახსენდება",- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმა, იოანე მჭედლიშვილმა.

ასევე მან აღნიშნა, რომ როგორც სამების საკათედრო ტაძარში, ასევე ყველა მოქმედ ტაძარში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა და რეკომენდაციების შესაბამისად ეს სამუშაოები შესაძლოა კიდევ განხორციელდეს.

პაატა შეშელიძე - დიდია ეჭვი იმაზე, რომ ფულის შემოტანა და ბანკში გადახურდავება შეთანხმებული იყო ხელისუფლების საკმაოდ მაღალ დონეზე, სხვაგვარად ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა
მირიან  მირიანაშვილი - ივანიშვილი ცდილობს აიძულოს დასავლეთი, მისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიცემის ფორმატზე გადავიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2025
1+1=13 - „კარფურის“ დაბადების დღეზე, როგორც ყოველთვის, გადასარევი ამბებია
სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჯაზ-კლუბი, „როლინგ სთოუნ ბარი“ და იტალიური რესტორანი გაიხსნა
„ექსპო-ჯორჯიაში“ ჩინური კომპანია KAC Expo-ს ორგანიზებით, ჩინური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
Turning Point - ლიდერობის პროგრამა ტოპ მენეჯერებისთვის - ახალი ხედვა ქართულ ბაზარზე
„სვის კაპიტალი“ „სკაპის“ სახელით აგრძელებს საქმიანობას - რებრენდინგის მიზანი და სტრატეგია
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად