ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესი, რომელიც სამშაბათს უნდა დაწყებულიყო, კორონავირუსის გამო, მაისის ბოლომდე გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ისრაელში კორონავირუსით 100 ადამიანია ინფიცირებული, შესაბამისად, იუსტიციის მინისტრმა სასამართლო სისტემაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ნეთანიაჰუს საქმის სასამართლო განხილვა 24 მაისს დაიწყება.
ცნობისთვის, ისრაელის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ კორუფციის საქმეზე სასამართლო საქმის განხილვა 17 მარტს უნდა დაწყებულიყო.
ნეთანიაჰუ პირველი პრემიერია ქვეყნის ისტორიაში, რომელიც სასამართლოს წინაშე წარდგება. მას სამ საქმეზე ედება ბრალი, მათ შორის არის მექრთამეობა, ნდობის ბოროტად გამოყენება და თაღლითობა. პრემიერი ყველა ბრალდებას უარყოფს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნეთანიაჰუს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება მექრთამეობისთვის, ხოლო მაქსიმუმ სამი წელი თაღლითობისა და ნდობის ბოროტად გამოყენებისთვის. ორი კვირით ადრე კი, 2 მარტს ქვეყანაში მესამე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული.
This is a modal window.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"