მეუფე დავითი - ღმერთმა დაუშვა  გამოცდა, ჩვენმა ერმა ნამდვილად კარგად ჩააბარა

ალავერდის საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მეუფე დავითმა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობაზე იქადაგა.

მიტროპოლიტმა, საზოგადოებაში არსებული კითხვების პასუხად, წმინდა ზიარების საიდუმლო დეტალურად განმარტა და სახარებაში აღწერილი მაგალითებით მრევლს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

"დღეს დიდი მითქმა-მოთქმაა, რომ ეპიდემია გავრცელდა. საზღვრები ჩაიკეტა. კარანტინში არის ხალხი, მაგრამ საოცარი რამ მოხდა... მადლობა ღმერთს, მადლობა ჩვენს ხალხს და მადლობა ხელისუფალს, იმიტომ რომ საოცარი ერთიანობა გამოაჩინეს. ღმერთმა დაუშვა ეს გამოცდა, ჩვენმა ერმა ნამდვილად კარგად ჩააბარა. გუშინ ველაპარაკე ერთ ადამიანს, რომლის სასტუმროშიც არიან უცხოეთიდან ჩამოყვანილი ქართველები და სასიხარულაო ის, რომ არც ერთმა თანამშრომელმა არ დატოვა სამსახური, რაც ღვთის წყალობითა და მადლით მათთვის გვირგვინი იქნება. დღეს ნათქვამია, რომ აუცილებლად, უნდა დავიცვათ - სიფრთხილე.

გუშინ ხელისუფლების წარმომადგენელს შევხვდი და დანანებით ამბობდა, რომ ადამიანები, რომლებიც ჩამოვიდნენ უცხოეთიდან, არ უფრთხილდებიან, როგორც საკუთარ თავს, ისე გაშემომყოფებსაც,საფრთხეს უქმნიან.ეს ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც ჩვენს თანამემამულეებს არ აქვთ საკუთარი მოქალაქეობრივი განცდა და მოყვასისადმი ჭეშმარიტი სიყვარული. არადა ამბობენ, რომ არიან ქრისტიანები.თუ კი სირფთხილეს გვთხოვენ ,ეს უნდა შევასრულოთ, სიფრთხილე სათაკილო არ არის,მაგრამ ამას თუკი ღვთის მცნების საწინააღმდეგოს გვეტყვიან, ის ქრისტიანებმა არც უნდა მოვისმინოთ“,-განაცხადა მან.

წირვის მიმდინარეობისას იქადაგა,მღვდელმსახურმა მიქაელმაც. მისი თქმით, ზიარების შემდეგ სიტკბოების მიღების დროს ისინი მრევლს არჩევანის თავისუფლებას აძლევენ და

„მაგიდაზე საეკლესიო ჭურჭელიც იდება და იქნება ერთჯერადი ჭიქაც, ადამიანი თავისუფალია და მისი არჩევანიც თავისუფალია. ჩვენ შესაძლებლობას მივცემთ ყველას მოიქცეს თავისი შინაგანი სინდისი მიხედვით. უფალი ამ სინდისის ხმას უყურებს და ისმენს"- განმარტა მამა მიქაელ ჭაბაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა