საირმეში საკარანტინო ზონა მოეწყო, სადაც ქუთაისის აეროპორტში ჩასული მგზავრები გადაიყვანეს

საირმეში საკარანტინო ზონა მოეწყო. სასტუმროში ქუთაისის აეროპორტში ჩამოსული მგზავრები გადაიყვანეს, რომლებიც კარანტინში ორი კვირის მანძილზე დარჩებიან. მგზავრებმა აეროპორტში პირველადი შემოწმება გაიარეს

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის განცხადებით, აეროპორტიდან კლინიკაში არც ერთი მგზავრი გადაუყვანიათ.

მარსელიდან მხოლოდ 37 მგზავრი ჩამოვიდა, რადგან, სავარაუდოდ, მგზავრების ნაწილმა საქართველოში ჩამოსვლა გადაიფიქრა.

მოქალაქები სასტუმროში იზოლაციის პერიოდს გაივლიან.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა