„საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წელს ადგილობრივი ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 10.3 %-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2019 წლის ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკას აქვეყნებს. „საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 530.7 ათასით განისაზღვრა, რაც 10.3 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით.

სტატისტიკის თანახმად, 2019 წელს, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 992.9 ათასით განისაზღვრა, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე ახორციელებდნენ 1.2 მილიონ ვიზიტს. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 8.6 პროცენტით აღემატება 2018 წლის შესაბამის მონაცემებს.

„გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 29.9 პროცენტი თბილისის მაცხოვრებელია, 16.8 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 11.9 პროცენტი - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი. ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისში (საშუალოდ 286.9 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 208.0 ათასი ვიზიტი თვეში)”,-აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, 2019 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 153.5 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 6 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი შემცირებულია 3 ლარით და 129.3 ლარს უტოლდება

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა