ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესზე, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრებს დაკითხავენ

20 ივნისის საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესზე, მისივე პარტიის, „გამარჯვებული საქართველოს“ წევრებს დაკითხავენ. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დაწყებამდე ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა განუცხადა.

ადვოკატის თქმითვე, დღევანდელი სასამართლო პროცესი დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება.

„დაცვის მოწმეები დაიკითხებიან, რომლებიც იმ საღამოს ირაკლი ოქრუაშვილის გვერდით იმყოფებოდნენ. მოწმეები დაადასტურებენ, რომ ირაკლი ოქრუაშვილს სხვა ათასობით ადამიანისგან განსხვავებული იქ არაფერი ჩაუდენია. ოქრუაშვილი იქ რომ იყო, ამას მოწმეები დაადასტურებენ, მაგრამ მას არაფერი უკანონო არ ჩაუდენია“, - განაცხადა ჭაბაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის აქციის დარბევისას სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესზე პარტია "გამარჯვებული საქართველოს" წევრებს დაკითხავენ

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვიტალი ბალა - უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა იმის მიზეზი, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების  გარანტიების საკითხში ხელშესახებ შედეგზე საუბარი ნაადრევია
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025