”ნაციონალური მოძრაობა" 17 მარტის პლენარულ სხდომას დაესწრება

”ნაციონალური მოძრაობა" 17 მარტის პლენარულ სხდომას დაესწრება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განუცხადა, "ნაციონალური მოძრაობა" ბოიკოტს ერთი დღით წყვეტს და საკონსტიტუციო კომისიის შექმნას, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად არის საჭირო, მხარს დაუჭერს.

აღნიშნული კომისიის შექმნას პარლამენტი კენჭს ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე უყრის.

"ხვალ "ნაციონალური მოძრაობა" ერთი დღით წყვეტს საპარლამენტო ბოიკოტს და მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო კომისიის შექმნას, რომელიც აუცილებელი შემადგენელი ნაწილია საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვისათვის. ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ პირნათლად ვასრულებთ დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით მიღწეულ შეთანხმებას პოლიტიკურ პარტიებსა და ხელისუფლებას შორის. ჩვენ "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს არ მივცემთ საბაბს, კიდევ ერთხელ მოატყუოს საკუთარი ამომრჩეველი და საერთაშორისო პარტნიორები და ჩაშალონ საარჩევნო სისტემის ცვლილებებთან დაკავშირებული შეთანხმება. ამასთან, ამ შეთანხმების განუყოფელი ნაწილია ქვეყანაში პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება,"- განაცხადა გოცირიძემ.

იხილეთ ვიდეო: "ნაციონალური მოძრაობა" 17 მარტის პლენარულ სხდომას დაესწრება

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა