ნინო ქადაგიძის განცხადებით, სასამართლოში საჭიროა ინფრასტრუქტურისა და სერვისების დახვეწა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ნინო ქადაგიძის განცხადებით, სასამართლოში საჭიროა ინფრასტრუქტურისა და სერვისების დახვეწა. როგორც ქადაგიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა, აუცილებელია მომხმარებელზე ორიენტირებული გარემოს შექმნა, რომლიც უნდა დაეფუძნოს კერძო სექტორის გამოცდილებას და მათ პრაქტიკას, იგივე „ქოლ ცენტრების“ დანერგვის გზით.

„ასევე, ალბათ, ეტაპობრივად, ყველა სასამართლოში უნდა დაინერგოს მისაღების კონცეფცია, როგორიც არის თბილისის საქალაქო სასამართლოში დანერგილი. აუცილებელია შეიქმნას ადაპტირებული გარემო, რაც უზრუნველყოფს სხვადასხვა სპეციალური ჯგუფებისთვის სასამართლო სერვისებისადმი შეუზღუდავ წვდომას. უფლება ინფორმაციაზე კვლავ რჩება პრინციპად. უნდა გავითვალისწინოთ, რომ საზოგადოების ინტერესი მოითხოვს მასმედიასთან აუცილებელ თანამშორომლობას რა მიზნითაც უნდა განვითარდეს სპიკერის ინსტიტუტი. მოგეხსენებათ, სასამართლში ეს ინსტიტუტი დანერგილია , მაგრამ განსაკუთრებული ეფექტურობით, მაინც და მაინც არ გამოირჩევა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ამ პირების დატრენინგება უნდა მოხდეს. ეს პირები იქნებიან ის ადამაინები, რომლებიც უშუალო კონტაქტში იქნებიან მედიის წარმომადგენლებთან და და ყველა იმ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც საზოგადოებრივი ინტერესის სფეროში ექცევა,ბუნებრივია, კანონის მოთხოვნათა დაცვით მიეწოდებათ“, - განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა