რომან კაკულია - ვინც ხელისუფლებას გამოართმევს სასამართლოსთვის ბრძოლის გაგრძელების დროშას, ის ზნეობრივად გაცილებით მაღალ საფეხურზე უნდა იდგეს, ვიდრე დღევანდელი ხელისუფლება

ვინც ხელისუფლებას გამოართმევს ესტაფეტას, სასამართლოსთვის ბრძოლის გაგრძელების დროშას, ის ზნეობრივად გაცილებით მაღალ საფეხურზე უნდა იდგეს, ვიდრე დღევანდელი ხელისუფლება, - ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა რომან კაკულიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, ნინო ქადაგიძეს უსმენენ.

როგორც კაკულიამ აღნიშნა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მთავარი გამოწვევაა, რომ მან კონტექსტიდან გამომდინარე შეძლოს ფაქტების შეფასება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოვა დრო, როდესაც სასამართლოს უვადოდ მოსამართლეობის პრინციპი თავიდან დადგება ეჭვის ქვეშ.

„ძალიან ბევრი შინაგანი წინააღმდეგობა გავიარე ამ პროცესის განმავლობაში. ჩემთვის გადამწყვეტი ფაქტორი, როდესაც ჩამოვყალიბდი, თუ რასთან მქონდა საქმე, დიაგნოზის დასმა დაიწყო სწორედ მაშინ, როდესაც უზენაეს სასამართლოსთან დაიწყო მცდელობა მიტინგის გაკეთების და საზოგადოების რეაქცია იყო ძალიან ცოტა. სასამართლო ახლა მოექცა ძალიან დიდი პროპაგანდისტული წნეხის ქვეშ. პროპგანდა ვინც იცის რას ნიშნავს, ასევე იცის, რომ მისი ერთ-ერთი ძლიერი არგუმენტი არის არსებული ფაქტების განხილვა კონტექსტის გარეშე. ჩემი აზრით, საზოგადოების მოუსვლელობა უზენაეს სასამართლოსთან იყო ნიშანი იმისა, რომ ჩვენ კმაყოფილი კი არ ვართ ამით, რასაც ვხედავთ, არამედ, ვითვალისწინებთ კონტექსტს, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო მნიშვნელოვანი კი არის, მაგრამ ამ ეტაპზე რაღაც სხვა უფრო მნიშვნელოვანია მოსაგვარებელი, როდესაც მე მოვალ და ამ საკითხს ნომერი პირველ საკითხად დაგიყენებთ.

საზოგადოების არ აყოლა ამ პროპაგანდისტული მანქანისადმი არის გაცნობიერება, რომ ჯერ ამ ქვეყანაში არსებობს რაღაც სხვა, რომელიც უნდა მოგვარდეს. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ვინც ხელისუფლებას გამოართმევს ესტაფეტას სასამართლოსთვის ბრძოლის გაგრძელების დროშას, ის ზნეობრივად გაცილებით მაღალ საფეხურზე უნდა იდგეს, ვიდრე დღევანდელი ხელისუფლება. საზოგადოებამ თქვენთან არმოსვლით ეს გითხრათ და არა თქვენი პირადი შეფასება, თუნდაც დღევანდელი იმ ფაქტების, რომლის შეფასებაშიც მე არ შევდივარ. რადგან არსებობდა ეს მძიმე ფაქტები. მე ჩემი გადაწყვეტილება შევძელი კონტექსტუალურად მიმეღო და არა ფაქტებიდან გამომდინარე. არ ვიცი, ალბათ, საკუთარ თავთან პასუხს მომავალში ვაგებ, ჩემი სინდისის წინაშე რამდენად სწორი ვიყავი. მაგრამ მინდა, რომ თქვენ ეს გააცნობიეროთ და იცოდეთ, რომ საზოგადოება დუმდა მხოლოდ კონტექსტის გათვალისწინებით. თქვენი მთავარი გამოწვევა დღეს ეს არის და თუ თქვენ შიგნით ამის რეალიზებას ვერ შეძლებთ, მოვა დრო, როდესაც სასამართლოს უვადოდ მოსამართლეობის პრინციპი თავიდან დადგება ეჭვის ქვეშ. აქედან გამომდინარე, მე მხარს გიჭერთ“, - განაცხადა კაკულიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა