გია ვოლსკი „ნაცმოძრაობაზე“ - თანამშრომლობის ფორმა, რომელზეც დათანმდენენ, მისასალმებელია

თანამშრომლობის ფორმა, რომელზეც დათანმდნენ, მისასალმებელია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან, საკონსტიტუციო კომისიის შექმნის თაობაზე დღევანდელ კენჭისყრაში "ნაციონალური მოძრაობის" მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადა. ამასთან, დეპუტატი აცხადებს, რომ პატიმრების საკითხთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები მიანიშნებს, რომ მათ გარკვეულწილად „შიდა გაურკვევლობა აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით".

მისივე თქმით, პოლიტპატიმრები ქვეყანაში არ არსებობენ და ამას „ჰერითიჯის ფონდის“ მიერ ქართული სასამართლოს შეფასებაც მოწმობს.

"შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ნებისმიერი პოზიტიური, კონსტრუქციული ნაბიჯი, რასაკვირველია, ხალხისთვის გარკვეული პოზიტიური შეფასებების წინაპირობაა, მაგრამ ის, რომ პოლიტიკური პატიმრების თემა კვლავ დღის წესრიგში დგას, ეს არათუ არასწორია, არამედ კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ აქ არჩევნებისკენ სწრაფი სურვილი ამ პოლიტიკურ გუნდს არ გააჩნია, ვინაიდან საკმაოდ ბევრი დაკარგა, დივიდენდები საკმაოდ შეუმცირდათ და მე მგონი, რომ დღეს შიდა გაურკვევლობა აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით. პოლიტპატმრები საქართველოში რომ არსებობდნენ სასამართლოს არ ექნებოდა ასეთი მაღალი შეფასება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" დღევანდელ პლენარულ სესიას დაესწრება. როგორც რომან გოცირიძემ განაცხადა, ისინი საკონსტოტუციო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერენ და ამის შემდეგ სხდომას დატოვებენ. თუმცა, ცნობილია, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებს სალომე სამადაშვილი. როგორც მან განმარტა, მისი პოზიცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლების გარეშე, შეთანხმებაზე საუბარი შეუძლებელია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა