ალექსანდრე ერქვანია - გამოჩნდენ ისეთი ადამიანები, რომლებიც მიჩნევენ, რომ ერთი კოვზით ზიარებამ შეიძლება გამოიწვიოს ვირუსის გავრცელება, რაც მორწმუნე ადამიანის შეურაცხყოფაა

დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ერქვანია მთავრობას მოუწოდებს მუზეუმებში დაცული ანჩისხატის, აწყურის ღვთისმშობლისა და სხვა სასწაულმოქმედი ხატები ტაძრებში სასწრაფოდ დააბრუნოს.

როგორც მან პლენარული სხდომისას განაცხადა, ამ განსაცდელის დროს ქვეყანას განსაკუთრებით სჭირდება მათი შემწეობა და მფარველობა.

„მსოფლიოში გავრცელებულმა ვირუსმა დაგვანახა როგორი უძლური და უსუსური აღმოჩნდა მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებაში მიღწეული წარმატებებით თვითდაჯერებული ადამიანი. ამპარტავნების სულით შეპყრობილი კაცობრიობა, რომელმაც ღმერთი უარყო და დაუპირისპირდა, მის მიერ დადგენილი კანონების შეცვლა მოინდომა. მსოფლიო პანიკაშია. დაცარიელებული ქალაქები, ჩაკეტილი საზღვრები. გარყვნილებასა და უზნეობას მიცემული კაცობირობა, რომელმაც ღვთისადმი შიში და კრძალვა დაკარგა, ვირუსის შიშის ტყვეობაშია. ძრწის და კანკალებს სიკვდილის წინაშე, რაც უღმერთობისა და ურწმუნობის შედეგია. უნდა გვახსოვდეს, რომ სამყაროს უფალი განაგებს და მისი ნების გარეშე არაფერი ხდება, მორწმუნეებს კი ყოველივე კეთილად წარემართება. ამიტომ მწუხარებასა და შიშს არ უნდა მივეცეთ,"- განაცხადა ალექსანდრე ერქვანიამ.

მისივე თქმით, განსაცდელი არის გამოცდის გზა, რომელსაც ღვთის შემეცნებამდე მივყავართ.

„ყველა უნდა გავერთიანდეთ და ვილოცოთ ქვეყნის გადარჩენისთვის, განსაკუთრებით კი ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა სასოებდნენ უფალს, ყოველადწმინდა ღვთისმშობელს. სამწუხაროდ ამ განსაცდელის დროსაც არ წყვეტენ ზოგიერთები ანტიეკლესიურ პროპაგანდას. გამოჩნდენ ისეთი ადამიანები, რომლებიც მოითხოვენ ზიარების წესის შეცვლას და მიჩნევენ, რომ ერთი კოვზით ზიარებამ შეიძლება გამოიწვიოს ვირუსის გავრცელება, რაც გარდა იმისა, რომ დიდი უგუნურება და ურწმუნოებაა, მორწმუნე ადამიანის შეურაცხყოფაა. ზიარება არის ღვთის უდიდესი მადლი და წყალობა, რომელიც ადამიანს გაწმენდს და გაასპეტაკებს. ამ საკითხზე უნდა დასრულდეს შეშფოთებები და უაზრო საუბრები. ყველამ თავი უნდა დაანებოს სენსაციების ძებნას," - განაცხადა ერქვანიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს