ქართული პრესის მიმოხილვა 17.03.2020

ოპოზიცია ასეთ ვითარებაშიც კი ცდილობს პოლიტიკური ქულების მოპოვებას, - ძაბირაძე

ხელისუფლება დასწრებაზეა და კორონავირუსის გამო შემქმნილი სიტუაციით სარგებლობს - ფოფხაძე

***

ოპოზიცია ასეთ ვითარებაშიც კი ცდილობს პოლიტიკური ქულების მოპოვებას, - ძაბირაძე

“საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად, ოპოზიციური სპექტრის მოთხოვნაც იზრდება - რომ საჭიროა ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო რეჟიმი გამოაცხადოს, რაც, ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით, პოლიტიკური მოთხოვნაა და ოპოზიციის წარმომადგენლები ასეთ ვითარებაშიც კი ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური ქულები მოიპოვონ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ოპოზიცია ასეთ ვითარებაშიც კი ცდილობს პოლიტიკური ქულების მოპოვებას, - ძაბირაძე

"ეკონომიკურად წამგებიანია, მაგრამ ეს არ უნდა გადავიდეს ეპიდემიაში და ისეთ დღეში არ აღმოვჩნდეთ, როგორშიც იტალიაა. საჭიროა არა მარტო ზუსტი პროგნოზირება, არამედ ნაბიჯებიც გადადგმა, თუმცა, ხელისუფლება საკმაოდ ადეკვატურად მიყვება პროცესს. საგანგებო რეჟიმის მხოლოდ გამოცხადება არაა, მას რეალიზება სჭირდება. საკმაოდ რთული პროცესია და იქიდან გამოსვლა არც ისე მარტივია. ხაზარაძის მხრიდან ეს პოლიტიკური განცხადებაა, თუმცა, ეკონიმიკაზე რა გავლენას მოახდენს, ამაზე პასუხისმგებელი არა ხაზარაძე, არამედ მთავრობაა. ხელისუფლებამ უნდა ნახოს რა რესურსები გააჩნია. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ საზღვარგარეთ მყოფი პირები ბრუნდებიან და კარანტინში არიან, თუ შევძლებთ იმას, რომ თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები მართლაც იზოლაციაში დარჩნენ, შესაძლოა ასეთი მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა საჭირო არ გახდეს,“ - აღნიშნავს გამოცემა.

"პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის’’ ლიდერის მამუკა ხაზარაძის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ვითარების გამო, მიზანშეწონილია ქვეყანა საგანგებო მდგომარეობაზე გადასასვლელად მოემზადოს. 16 მარტს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ "ლელო საქართველოსთვის“ ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოუწოდებს, ანტიკრიზისული ინტერპარტიული საბჭო შეიქმნას. ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ მსგავსი საბჭოს შექმნა და მასზე მუშაობა დროის ფუჭი ხარჯვაა და საბოლოოს არც შედეგს მოიტანს: „ცალსახაა, რომ პოლიტიკური მოთხოვნაა. დავუშვათ შეიქმნა ეს ცენტრი, ამის რეალიზებას მაინც მთავრობა ახდენს. ისეთი ვითარებაა, როდესაც ყველა პარტია ცდილობს პოლიტიკური ქულების დაგროვებას. ეს იქნება დროის ფუჭი ხარჯვა. ამის აუცილებლობა არ დგას. პოლიტიკური პიარია, ხელისუფლებასაც შეუძლია ამ მიმართულებით იმუშაოს და დათანხმდეს, მაგრამ რეალურად ეს არც არაფერს შეცვლის და არც არაფერს მოიტანს,“ - წერს სტატიის ავტორი.

ხელისუფლება დასწრებაზეა და კორონავირუსის გამო შემქმნილი სიტუაციით სარგებლობს - ფოფხაძე

“ქართული ოცნების" ყოფილი წევრი და ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო ქადაგიძის წარდგენას უადგილოს და არადროულს უწოდებს. ამის შესახებ მან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ქადაგიძის მოსმენისას განაცხადა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ხელისუფლება დასწრებაზეა და კორონავირუსის გამო შემქმნილი სიტუაციით სარგებლობს - ფოფხაძე

"ფოფხაძის შეფასებით, მმართველი პარტია ბოროტად სარგებლობს იმით, რომ ოპოზიციამ კორონავირუსის ეპიდემიის გამო პრაქტიკულად შეწყვიტა ხელისუფლების ოპონირება. "ამ ვითარებაში ჩვენი ფრაქცია თავს არიდებს ხელისუფლების რადიკალურ და მკვეთრ ოპონირებას. ეს კორონავირუსის არსებობის გამო არ არის სწორი. მიგვაჩნია, რომ რაღაც დონეზე ხელისუფლებას სოლიდარობა უნდა გამოვუცხადოთ და თვითცენზურა განვახორციელოთ ჩვენი თავის მისამართით. "თუ ხელისუფლება ითვალისწინებს იმას, რომ ამ საკითხზე შეიძლებოდა რაღაც ოპონირება ყოფილიყო, გასაგებია, რომ ოპოზიცია ამ ვითარებაში თავს შეიკავებს. გამოდის, რომ ხელისუფლება მოსწრებაზეა, რომ ეს კანდიდატურა დაამტკიცოს. უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა, ჩვენი აზრით, შერჩეულია არასწორად და უსამართლოდ. ჩვენ მივიღეთ ინსტიტუცია, რომელიც არ არის დამოუკიდებელი და არის პოლიტიკურად მართვადი", - აღნიშნავს გამოცემა.

მმართველი პარტიის წარმომადგენელმა, ანრი ოხანაშვილმა კი კანდიდატის პირად ღირსებებზე გაამახვილა ყურადღება: პირველ რიგში ჩვენ მოვისმენთ იმას, თუ როგორი ხედვა აქვს მას ამ ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციაზე არჩევის შემთხვევაში. რა სტრატეგია აქვს და რა გამოწვევებს ხედავს სისტემაში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი ორგანიზაციული, მენეჯერული თვისებები", - წერს სტატიის ავტორი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს