„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებლებს დისტანციურ მომსახურებას სთავაზობს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს ითვალისწინებს და სერვის ცენტრებში მოსახლეობის ვიზიტს ზღუდავს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კომპანია მოსახლეობისა და თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით მომხმარებელს დისტანციურად ემსახურება. დისტანციური მომსახურების ფარგლებში განაცხადებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა შესაძლებელია კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე online@gwp.ge. განაცხადის ელქტრონული ფორმები და ყველა საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი განთავსებულია ვებ გვერდზე - www.gwp.ge.

ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით კომპანიამ ასევე დროებით შეაჩერა აღმრიცხველების ბინაზე ვიზიტები. შესაბამისად აღმრიცხველის მიერ არ მოხდება მრიცხველის ჩვენების აღება ბინებში დამონტაჟებული მრიცხველებიდან. ასეთი 64 000 აბონენტია, მათ აღნიშნულ პერიოდში დაერიცხებათ შეფასებითი ჩვენება, რაც გულისხმობს წინა სამი თვის მოხმარების საშუალო მაჩვენებლის დარიცხვას. 60 წლის ასაკის ზემოთ აღმრიცხველებთან დაკავშირებით კომპანია ითვალისწინებს რეკომენდაციებს და ისინი უკვე აღარ დადიან ობიექტებზე.

რაც შეეხება ტექნიკურ ბრიგადებს, რომლებიც მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგების მიზნით 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, მათ კომპანია ევექსი კლინიკების სამედიცინო პერსონალის დახმარებით რეგულარულ პროფილაქტიკურ სამედიცინო შემოწმებას უტარებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გაითვალისწინებს ყველა რეკომენდაციას დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო