„ირაო“ მოხმარებლებს 2 თვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს

სადაზღვევო კომპანია „ირაო“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს საზოგადოების კეთილდღეობაში და ქვეყანაში კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული მდგომარეობის გათვალისწინებით, მომხმარებლებს 2 -თვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ირაო“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეთავაზების მიხედვით, „ირაოში“ დაზღვეული ყველა ფიზიკურ პირი, ასევე სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესი, შეძლებს 16 მარტიდან 16 მაისის ჩათვლით გათვალისწინებული სადაზღვევო პრემიის გადახდა 2 თვით გადაავადოს.სადაზღვევო კომპანიის ინფორმაციით, ამ პერიოდის მომხმარებლები ჩვეულ რეჟიმში შეძლებენ ისარგებლონ ყველა სადაზღვევო მომსახურებით, პრემიის გადახდას კი 2 -თვიანი საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ გააგრძელებენ.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, საშეღავათო პერიოდით სარგებლობის სურვილის შემთხვევაში, მომხმარებლებმა უნდა მიმართონ „ირაოს“ მეილზე: office@irao.ge ან დაუკავშირდნენ ნომერზე - 0 (322) 949 949

გარდა ამისა, უკვე 1 კვირაა რაც შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციითა და მომხმარებლებისთვის მაქსიმალური უსაფრთხოებისა და კომფორტის უზრუნველსაყოფად, „ირაო“ დისტანციურ მომსახურების რეჟიმზე გადავიდა.

„ირაოს“ ინფორმაციით, თანხის ასანაზღაურებლად და საგარანტიო წერილის მისაღებად მომხმარებლებს შეუძლიათ დოკუმენტაცია გაგზავნონ მეილზე: online@irao.ge ან მოათავსონ ირაოს სერვის-ცენტრებთან არსებულ სპეციალურ ყუთებში;

გაიზარდა ორიგინალი დოკუმენტაციის წარდგენის ვადა - 60 დღის ნაცვლად, მომხმარებლებს შეუძლიათ 80 დღის ვადაში წარმოადგინონ დოკუმენტები;

სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ოჯახის ექიმთან სატელეფონო კონსულტაცია ან ვიზიტის ჩანიშვნა ჩვეულ რეჟიმში - 0 (322) 949 949დისტანციურად არის შესაძლებელი პროვაიდერ კლინიკაში მიმართვის მიღებაც - მოთხოვნის გამოგზავნით მეილზე: mimartva@irao.ge

კომპანიაში აცხადებენ, რომ დისტანციური სერვისების გაძლიერებით „ირაოს“ მთელი გუნდი სრულად მობილიზებულია, რომ მაქსიმალურად გაუმარტივოს მომხმარებლებს სადაზღვევო მომსახურების მიღება.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“